25 აგვისტო, 2013
ყაზახმა „მილიონერმა“ „ფორმულა-1“ -ის მფლობელის ქალიშვილი გაძარცვა
მამაკაცი, რომელმაც თავი ოლეგად წარადგინა, სასახლეში იმ საბაბით გამოჩნდა, რომ გასაყიდად გატანილი უძრავი ქონება დაეთვალიერებინა. პერსონალმა ის ნამდვილ მილიონერად აღიქვა, რადგან ვინმე ოლეგი „ბენტლით“ მივიდა, მძღოლითურთ მამაკაცს, რომელმაც ყაზახ მილიონერად წარუდგინა ყველას თავი, „ფორმულა-1“ -ის შეფის ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილ პეტრას გაძარცვაში ადანაშაულებენ. მისი ვიზიტის შემდეგ პეტრას უძვირფასესი სახლიდან 500 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საიუველირო ნივთები დაიკარგა.

ეკლსტოუნის სახლიდან, რომელიც გასაყიდად არის გატანილი და 32 მლნ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული, გატაცებულია ბრილიანტის საყურეები და „როლექსის“ საათი -
ეს ყოველივე საწოლთან პატარა მაგიდაზე ეწყო. დანაკარგი ჯერ კიდევ ივლისში შენიშნეს, თუმცა ინციდენტის შესახებ მაშინ საჯაროდ არ განუცხადებიათ.

მამაკაცი, რომელმაც თავი ოლეგად წარადგინა, სასახლეში იმ საბაბით გამოჩნდა, რომ გასაყიდად გატანილი უძრავი ქონება დაეთვალიერებინა. პერსონალმა ის ნამდვილ მილიონერად აღიქვა, რადგან ვინმე ოლეგი „ბენტლით“ მივიდა, მძღოლითურთ. თვით პეტრა ეკლსტოუნი იმ მომენტში სახლში არ იყო.

პრესის მონაცემებით, მამაკაცი არა მხოლოდ ამ სახლში იმყოფებოდა, არამედ გასაყიდად გატანილ სხვა სახლებშიც. თუმცა იქაც თუ დაიკარგა რამე, ჯერ უცნობია. აგენტების თქმით, რომლებიც ბოროტმზრახველს უძრავ ქონებას უჩვენებდნენ, მისი აქცენტი უფრო საშა ბარონ კოენის აქცენტს ჰგავდა ფილმიდან „ბორატი“ , ვიდრე აღმოსავლეთევროპულ გამოთქმას. გარდა ამისა, ყალბ მყიდველს გამუდმებით მზის სათვალე ეკეთა და სახლების დათვალიერების დროსაც კი არ მოუხსნია.

ბერნი ეკლსტოუნის ქალიშვილები, რომელთა ქონებას ჟურნალი „ფორბსი“ 3,8 მლრდ დოლარად აფასებს, პირველად როდი აღმოჩნდნენ ბოროტმზრახველების მსხვერპლნი. მაგალითად, პეტრას უფროს და ტამარა ეკლსტოუნს მისი ყოფილი ბოიფრენდი დერეკ როუზი აშანტაჟებდა. მისგან 200 ათას გირვანქაზე მეტს ითხოვდა მათი რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ. 2013 წლის თებერვალში როუზს ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS