სასამართლომ გაამართლა ჯორჯ ციმერმანი
ფლორიდის ერთ-ერთმა სასამართლომ გაამართლა თეთრკანიანი მცველი ჯორჯ ციმერმანი, რომელმაც უიარაღო შავკანიანი მოზარდი ტრეივონ მარტინი მოკლა. იმავე წუთიდან ნიუ-იორკის, სან-ფრანცისკოს, მაიამისა და ფილადელფიის ქუჩებში ათასობით აღშფოთებული აფროამერიკელი გამოვიდა. მიტინგები უკვე ორი კვირაა გრძელდება. ზოგიერთმა ექსპერტმა უკვე უწოდა მომხდარს აშშ-ის ფერადი რევოლუციის პირველი ნაპერწკალი.
თუმცაღა მთლად
ლათინოსებსა და შავებს შორის ბრძოლა კალიფორნიაშიც მიმდინარეობს. მექსიკელი რასისტების ბანდები უკვე იმ აფროამერიკელებსაც კი იღებენ სამიზნედ, რომლებიც რაიმე ბანდაში არ არიან ჩართულნი, და ეს კარგად ორგანიზებული კამპანიის ნაწილია, რომლის მიზანია, ისინი აიძულონ, ლოს-ანჯელესიდან გაიქცნენ. აშშ-ში ქალაქური არეულობები თითქმის ყოველთვის ეთნიკური ხასიათისაა. ამას ადასტურებს პენტაგონის ყოფილი ანალიტიკოსი თომას უოლტერ ჩიტამი.
მის წიგნს „აშშ-ის კრახი. მეორე სამოქალაქო ომი. 2020 წელი“, რომელშიც შტატების სწრაფი რღვევის მთავარ მიზეზად რასობრივი კონფლიქტებია დასახელებული, ექსპერტები მოსალოდნელი მოვლენების ყველაზე ზუსტ აღწერად მიიჩნევენ. ჩიტამის აზრით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა `გზა არსაით~ დაიწყეს მას მერე, რაც შავკანიანებს მისცეს თანამდებობები მუნიციპალიტეტებსა და სოციალურ უწყებებში.
მიუხედავად ამისა, მათი მოსვლა შავკანიანი მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ გაღარიბებას და კორუფციის მატებას იწვევს. ჩიტამი ვარაუდობს, რომ ქალაქგარეთ დაბანაკებული თეთრკანიანები სულ უფრო რადიკალურები გახდებიან და დაპირისპირება მათსა და ქალაქში მცხოვრებ შავკანიანებს შორის იმატებს. ამას ესპანურენოვანი მოსახლეობის აგრესიაც დაემატება და ამერიკა ნამდვილ ომს მიიღებს. სამოქალაქო ომის ყველაზე რეალურ დასასრულად კი ჩიტამი ხედავს აშშ-ის დაშლას სამ ახალ სახელმწიფოდ, ეთნიკური ნიშნის მიხედვით - ესპანურენოვანი სამხრეთ-დასავლეთი, შავი სამხრეთი და თეთრი ჩრდილოეთი.
ჟურნალი „რეიტინგი“