03 თებერვალი, 2016
15 წლის იყო, როცა ბიჭმა მას მჟავა შეასხა... მაგრამ ახლა მან იცის, რითი გასცეს პასუხი!
ლაკშმი აგარვალი ისე იზრდებოდა, როგორც ჩვეულებრივი გოგონა. ლამაზი იყო და გამოირჩეოდა თანატოლებისაგან. მაგრამ როდესაც 15 წელი შეუსრულდა, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. გოგონა მოსწონდა თანაკლასელის ძმას, რომელიც 32 წლის იყო. ბიჭმა თავი დაკარგა სიყვარულით. ლაკშმის ცოლობა შესთავაზა, მაგრამ უარი მიიღო.

გამწარებულმა გოგონას სახეში მჟავა შეასხა. "თავიდან სიცივე ვიგრძენი,შემდეგ საშინლად ამეწვა სახე. ჩემი კანი თვალსა და ხელს შუა დნებოდა!"- იხსენებს ლაკშმი. მას გაუმართლა, რომ მჟავა თვალებში არ მოხვდა - ინსტინქტურად აიფარა თვალებზე ხელები.

სახე და ხელები ძლიერ
დაუზიანდა. ლაკშმიმ 10 კვირა გაატარა კლინიკაში, სადაც ექიმები მის გასადარჩენად იბრძოდნენ. მოახერხეს და შეუნარჩუნეს გოგონას ჯანმრთელობა, მაგრამ სილამაზე ვერ დაუბრუნეს.

მომხდარმა დიდი გავლენა მოახდინა გოგონას ფსიქიკაზე. რცხვენოდა თავისი გარეგნობის და თავს არიდებდა ქუჩაში გავლას და ხალხთან ურთიერთობას.
"8წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ გავსულვარ სახლიდან. თუ გავიდოდი, მთლიანად ვიფარავდი სახეს. მინდოდა სამსახურში მოწყობა, მაგრამ არსად არ მიღებდნენ. მეუბნებოდნენ, რომ ყველას დავაფრთხობდი ჩემი გარეგნობით", - ყვება ლაკშმი თავის ცხოვრებაზე. იხილეთ გაგრძელება
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS