03 თებერვალი, 2016
ვირუსი ზიკა შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიად იქცეს - რამდენად გვემუქრება ეს საფრთხე ჩვენ?
ვირუს ზიკაზე სიახლეები ყოველდღიურად ვრცელდება. ბრაზილიაში ეს ვირუსი უკვე ეპიდებიად იქცა, გარდა ამისა ის სამხრეთ ამერიკის 21 ქვეყანაში ფიქსირდება.

როგორც ჩანს, მისი შეჩერება ჯერ ვერავინ შეძლო.

მეცნიერები იუწყებიან, რომ ვირუსი შესაძლოა, მსოფლიო მასშტაბის ეპიდემიად იქცეს,

საშიშროება მთელს კაცობრიობას ემუქრება.

ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მოუწოდებენ, გადაუდებელი ზომები მიიღონ.

ერთ-ერთ ამერიკულ ჟურნალში წერენ, რომ ამ დაავადებას, გავრცელების მეტი პოტენციალი აქვს, ვიდრე ებოლას ვირუსს, რომელმაც 11 000 ადამიანი შეიწირა.

ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოა - ისინი ძირითადად ტროპიკულ და
სუბტროპიკულ რეგიონებში არსებობენ. წელს, წინასწარი პროგნოზით, ამ ვირუსით 4 მლნ-მდე ადამიანი დაავადდება.

ინფექციის მთავარი საშიშროება ისაა, რომ პირველ სტადიაზე თითქმის არ ვლინდება, არ ახასიათებს სიმპტომები. ხუთიდან მხოლოდ ერთი დაავადებული მიმართავს ექიმს, ფილტვებისა და სახსრების ტკივილის გამო.

საბედნიეროდ ვირუსი არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ ფიქსირდება. ამ ვირუსის გადამტანი კოღოები ჩვენთან არ ცხოვრობენ.

უმჯობესია, წელს ამერიკაში ყოველგვარი მოგზაურობა გადადოთ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS