02 თებერვალი, 2016
Be Like You, ანუ რატომ არ უნდა მიბაძო ჯემალას...
"იყავი საზიზღარი და თქვენ ნაღდი იქნებით" - მიშელ უელბეკის ეს სიტყვები მეც ისევე აღვიქვი პირველად წაკითხვისას, როგორც თქვენ - ახლა. (ნაწილმა მაინც). რატომ უნდა ვიყო საზიზღარი, როცა სულაც არ ვარ ასეთი? - ეს იყო პირველი პროტესტი... მაგრამ ცოტა შევალამაზოთ და ვთქვათ: "იყავი ის, რაც ხარ და თქვენ ნაღდი იქნებით", - ასე აშკარად ჯობია.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ახალი გასართობი აპლიკაცია "გამოჩნდა" - "ჯემალა ჭკვიანია, მიბაძე ჯემალას".
ახლა კიდევ უფრო ბედნიერი ვარ, რომ ვისაც ვბაძავდი,
ვერავის ვერ დავემსგავსე.

ვის შეადარებ შენს თავს იმაზე უკეთესს, ვიდრე შენივე თავს.
იყავი იმაზე უკეთესი, ვიდრე იყავი გუშინ და გუშინწინ. იბრძოლე იმისთვის, რომ წინ წახვიდე და თუ დაიღლები, შეისვენე. თუ გინდა, უკანაც მოიხედე, ეს არანაირი პრობლემა არ არის. რა სჯობს, როცა უკან ჩამოტოვებულ გზას გახედავ და აღგიდგება გონებაში, როგორ იზრდებოდი ამ გზაზე. როგორ მოდიოდი შეუჩერებლად, თავაწეული და წარბშეუხრელი.
იხილეთ სრულად
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS