02 თებერვალი, 2016
ორი გახმაურებული რომანის ხმაურიანი განშორება
ახალი, 2016 წლის დადგომიდან მხოლოდ ერთი თვე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში აქტიურად ვაკვირდებოდით და კვლავ ვაგრძელებთ მოვლენებზე დაკვირვებას. წელიწადი საკმაოდ ხმაურიანი და სკანდალური გამოდგა უცხოურ ბომონდში.

ბევრისთვის ლეგენდად ქცეული, ხანგრძლივი და გახმაურებული ორი რომანი ეჭვქვეშ დადგა.
Rating




















სულ რამდენიმე დღის წინ სუპერმოდელი - ირინა შეიკი და მსახიობი - ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდა. წყვილი თითქმის ერთი წელია, ერთად ცხოვრობს და როგორც ცნობილი იყო, სამომავლო გეგმებს სერიოზულად აწყობდნენ. მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ მათ შორის კავშირი გაწყდა და დაშორების
მიზეზი, ბრედლის დედასთან შეიკის უთანხმოებაა.

უკვე ვარაუდობენ, რომ შეიკმა ბრედლის შემცველი მალევე იპოვა და ის ბრიტანელი მოდელი სტეფან ჯეიმსია.

ახლა კი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარებული - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწინების დასრულებაზე გვინდა გაუწყოთ.

ამ შემთხვევაზე, ამერიკული მედია ამჯერად აქტიურად ალაპარაკდა და წყვილის დაშორება ეჭვგარეშეა.

ამერიკული გამოცემა In Touch-ი იუწყება, რომ წყვილი ოფიციალურ განცხადებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის გააკეთებს.

წყვილის განქორწინების მიზეზად ჯოლის ავტორიტარული თვისებები სახელდება.

"ბრედი განქორწინების შესახებ განცხადების შეტანას აპირებს და ამის შესახება ანჯელინას უკვე შეატყობინა. ბრედს თავიდან მოსწონდა კიდეც, რომ პასუხისმგებლობას ჯოლი იღებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა" - წერს გამოცემა.
Rating
შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო.

ამჟამად მათ 6 შვილი, (3 საკუთარი და 3 ნაშვილები) აერთიანებთ.

სხვა დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. საინტერესოა, წლევანდელი "ოსკარების" დაჯილდოვებაზე, კვლავ გახდებიან თუ არა, წითელი ხალიჩის მთავარი წყვილი.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS