ბევრისთვის ლეგენდად ქცეული, ხანგრძლივი და გახმაურებული ორი რომანი ეჭვქვეშ დადგა.

სულ რამდენიმე დღის წინ სუპერმოდელი - ირინა შეიკი და მსახიობი - ბრედლი კუპერი ერთმანეთს დაშორდა. წყვილი თითქმის ერთი წელია, ერთად ცხოვრობს და როგორც ცნობილი იყო, სამომავლო გეგმებს სერიოზულად აწყობდნენ. მოულოდნელად კი აღმოჩნდა, რომ მათ შორის კავშირი გაწყდა და დაშორების
უკვე ვარაუდობენ, რომ შეიკმა ბრედლის შემცველი მალევე იპოვა და ის ბრიტანელი მოდელი სტეფან ჯეიმსია.
ახლა კი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ წყვილად აღიარებული - ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ქორწინების დასრულებაზე გვინდა გაუწყოთ.
ამ შემთხვევაზე, ამერიკული მედია ამჯერად აქტიურად ალაპარაკდა და წყვილის დაშორება ეჭვგარეშეა.
ამერიკული გამოცემა In Touch-ი იუწყება, რომ წყვილი ოფიციალურ განცხადებას თებერვლის შუა რიცხვებისთვის გააკეთებს.
წყვილის განქორწინების მიზეზად ჯოლის ავტორიტარული თვისებები სახელდება.
"ბრედი განქორწინების შესახებ განცხადების შეტანას აპირებს და ამის შესახება ანჯელინას უკვე შეატყობინა. ბრედს თავიდან მოსწონდა კიდეც, რომ პასუხისმგებლობას ჯოლი იღებდა, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის რომანი 2005 წელს, ფილმ "მისტერ და მისის სმიტების" გადაღებაზე დაიწყო.
ამჟამად მათ 6 შვილი, (3 საკუთარი და 3 ნაშვილები) აერთიანებთ.
სხვა დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. საინტერესოა, წლევანდელი "ოსკარების" დაჯილდოვებაზე, კვლავ გახდებიან თუ არა, წითელი ხალიჩის მთავარი წყვილი.
პენი ლეინი