შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მან აღმოაჩინა, რომ შავი ხვრელები სინამდვილეში ჩიხი არ არის, ეს უბრალოდ სხვა სამყაროსთან რეალური კავშირის საშუალებაა.
ჰოკინგმა არა მარტო მეცნიერულ, პირადულ საკითხებზეც ისაუბრა. ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უმკლავდება ის, მისი ცხოვრების სირთულეებს და დეპრესია შავ ხვრელს შეადარა:
"მინდა გითხრათ, რომ შავი ხვრელი არც ისეთი შავია, როგორც წარმოგიდგენიათ. ეს სამუდამო სატუსაღო არ არის, როგორც ადრე ფიქრობდნენ. მათგან
სტივენ ჰოკინგი არამარტო ის ადამიანია, ვინც მეცნიერული შეხედულებები შეცვალა, არამედ ძლიერი პიროვნებაცაა. 1963 წელს პარალიზებული გახდა და ექიმები მხოლოდ 2 წლის სიცოცხლეს ჰპირდებოდნენ. მაგრამ მეცნიერი არათუ გარდაიცვალა, დღემდე აგრძელებს მეცნიერულ კვლევებს, წერს წიგნებს, კითხულობს ლექციებს, მისი მუშაობით, სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის შთაგონების წყარო ხდება.
ამ ადამიანის სიტყვებს დიდი მნიშვნელობა აქვს - ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რამდენად ბნელ პერიოდშიც არ უნდა მოხვდეთ, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. გამოსავალი უკვე სხვა სამყაროში.
პენი ლეინი