30 იანვარი, 2016
„დანიელი გოგონას“ პრემიერა და წლის მთავარი კითხვა - აჯობებს თუ არა „The Revenant“ -ს
კინოთეატრ „ამირანში“, ოსკარზე წარდგენილი, კიდევ ერთი ახალი ფილმის, "დანიელი გოგონას" პრემიერა მოეწყო. სიუჟეტიდან გამომდინარე მაყურებელი ჩვენებას დიდი ინტერესით ელოდა. საბოლოოდ კი ვისთვის დასაცინი, ვისთვის კი შესაცოდი აღმოჩნდა.

ხოლო მათთვის, ვისთვისაც სიუჟეტი სრულებით მიუღებელი დარჩება, ფილმში ნაჩვენები ულამაზესი ხედებისა და ძველებური დახვეწილობის სიამეს ნამდვილად შეიგრძნობს.Rating

Rating








































ფილმი მოგვითხრობს ლილი ელბეს ისტორიას, ერთ-ერთ პირველ ტრანსგენდერ ქალზე, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

Rating

ამბავი კოპენჰაგენში, 20-იან წლებში ვითარდება, სადაც ცოლ-ქმარი მხატვარი ეინარი (ედდი რედმეინი) და გერდა (ალისია ვიკანდერი) ცხოვრობენ.
Rating
მათი
შემოქმედება, მათ ცხოვრებას მოულოდნელად და სამუდამოდ შეცვლის. სინამდვილეში ხელოვნება დაეხმარება ეინარს, გააცნობიეროს ის, რაც მთელი ცხოვრება მასთან ერთად ცხოვრობდა - ეინარი, საკუთარი თავის, როგორც ქალის იდენთიფიცირებას ახდენს.
Rating

ფილმი ოსკარზე ოთხ ნომინაციაზეა წარდგენილი, რამაც მთელი მსოფლიოს მაყურებლების დიდი ინტერესი გამოიწვია.
Rating
ერთი კითხვა კი ღიად რჩება: რამდენად იღებს საზოგადოება ტრანსგენდერებს და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მსგავსი ფილმებით რამდენად იღებენ სარგებელს თავად ტრანსგენდერები?
Rating
ნამდვილად ღირს ყურადღებით გადავხედოთ, ბოლო დროს გამოსულ ფილმებსა და სერიალებს, რათა გავიგოთ, როგორ წარმოდგენას აყალიბებენ ისინი ტრანსგენდერებზე.

მნიშნელოვანია იცოდეთ, რომ ტრანსგენდერები არც ტრავმისა და არც რაიმე ზეწოლის მიზეზია. ისინი ნებისმიერ ეპოქაში არსებობდნენ და შესაძლოა, ნებისმიერი კლასის წარმომადგენელი აღმოჩნდეს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS