29 იანვარი, 2016
როგორ საწოლში სძინავს კიმ კარდაშიანს და როგორია მისი სახლი?
კიმ კარდაშიანი 35 წლის სომხური წარმოშობის მსახიობი, მოდელი და შოუვუმენია, რომელიც ამერიკაში მოღვაწეობს. კიმი პოპულარული რეალითი შოუში მონაწილეობის შემდეგ გახდა. ტელევიზია კარდაშიანების ბობოქარ ოჯახურ ცხოვრებას აშუქებდა.

სკანდალური იყო მისი ქორწინებები და ინტიმური ვიდეოები. დღეს ის ბევრი ქალის მისაბაძი მაგალითია და აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ უსექსუალურეს ვარსკვლავად, სავსე ფორმების მიუხედავად.

გთავაზობთ სახლის ფოტოებს.
Rating
როგორც ხედავთ, კარდაშიანის სახლი ორსართულიანია. მისი ღობე საშუალო ზომისაა ამიტომ ნებისმიერ გამვლელს შეუძლია ლამაზი ეზოს ხედით დატკბეს. ეზოს უკანა ნაწილში აუზია და ფანტანია მოწყობილი.
Rating
შემოსასვლელი და სასტუმრო ოთახი თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, ეს სივრცითობის ეფექტს აუმჯობესებს. სასტუმრო ოთახის ცალი კედელი შუშებითაა გაწყობილი, ჭერი კი ხით. თუ სურათს კარგად დააკვირდებით თვალში მოგხვდებათ ბუხარი და როიალი. გრძელ, თეთრ მაგიდასთან მდიდრული, მოოქროვილი ჭაღია ჩამოშვებული.

სასტუმრო ოთახიდან სამკითხველო ოთახში გავდივართ, სადაც მაქსიმალურად მყუდრო და კომფორტული გარემოა. ყურადღებას იქცევს ნაცრისფერიხალიჩა. სამზარეულო სადაა, მაგრამ ავეჯი პრაქტიკულად არის გადანაწილებული.
Rating
მეორე სართულზე კიბით ავდივართ. კიბეს აგურისგან ნაკეთი კედელი მიუყვება. Ratingკიმის საძინებელი გადატვირთული არ არის. ოთახში ვხედავთ მხოლოდ და მხოლოდ საჭირო ავეჯს. სადაც კედლები გაფორმებულია აბაჟურებითა და მინიმალისტური ჟანრის ნახატებით. კიმის საწოლს რბილი ჩონჩხი აქვს.
RatingRatingRatingRatingRatingRatingRating
რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS