მან მსოფლიოს თავი შეაყვარა. მას არ ჰქონია სამეფო აღზრდა, ჩვეულებრივი ბავშვივით იზრდებოდა. მუდამ აკეთებდა იმას, რასაც საჭიროდ და სამართლიანად მიიჩნევდა და ასე გაზარდა შვილები, პრინცები - უილიამი და ჰარი. მისმა ტრაგიკულმა სიკვდილმა მსოფლიო შოკში ჩააგდო. მის მიმართ ინტერესი მისი გარდაცვალებიდან წლების გასვლის შემდეგაც არ ქრება, მაგრამ შეიძლება არასდროს გაგიგიათ მასზე ის, რასაც ახლა
10. მისი და პრინც ჩარლზს ხვდებოდა

დიანასთან ქორწინებამდე პრინც ჩარლზს რომანი ჰქონდა მის დასთან, სარა სპენსერთან. ის საკმაოდ ენაჭარტალა გოგო იყო და რეპორტიორებს სამეფო ოჯახის საიდუმლოებებს უმხელდა. ჩარლზმა თავი მოტყუებულად და დამცირებულად იგრძნო, დასცილდა მას, მაგრამ დიანას დაადგა თვალი.
9. დიანა არასდროს ყოფილა კარგი მოსწავლე

9 წლამდე საოჯახო განათლებას იღებდა, 9-დან 12 წლამდე დახურულ პანსიონში სწავლობდა, 12-დან 16 წლამდე - გოგონების სკოლაში. მოწესრიგებულ მოსწავლედ ითვლებოდა, მაგრამ ცუდი ნიშნები სპორტულმა და საბალეტო მიღწევებმა გადაფარა.
8. ბალერინობაზე ოცნებობდა

დიანას მთელი ცხოვრების ოცნება იყო პროფესიონალი ბალერინა გამოსულიყო. თუმცა, ბალერინასთვის საკმაოდ მაღალი - 178 სმ იყო და არც სხვა ფიზიკური პარამეტრები უწყობდა ხელს სურვილის ასრულებაში. სამეფო ოჯახში მოხვედრის შემდეგ საბალეტო ხელოვნებას განსაკუთრებით მფარველობდა. იზიდავდა სპონსორებს, ესწრებოდა სპექტაკლებს და სტუმრობდა საბალეტო სკოლებს.
7. ნიშნობის ბეჭედი კატალოგიდან აირჩია

მას შემდეგ ამ ბეჭდის უამრავი სახეობა დამზადდა, მაგრამ პირველად იგი საიუველირო სახლმა Garrad-მა დაამზადა. მას მანამდეც არაერთხელ დაუმზადებია სამკაულები სამეფო ოჯახის წევრებისთვის. ბეჭედში 12-კარატიან საფირონს 14 ბრილიანტის თვალი აგვირგვინებს. მოშურნეები ამბობდნენ, დიანამ ეს ბეჭედი ზომის გამო შეარჩიაო. იხილეთ სრულად