22 აგვისტო, 2013
დიანა ღურწკაია მეორე შვილს ელოდება
ვიქტორია გამარჯვებას ნიშნავს, - აღნიშნა დიანამ, - ჩვენი ქალიშვილი მთელი ცხოვრება გამარჯვებით ივლის. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია მეორედ შეიგრძნობს დედობის ბედნიერებას. როგორც მომღერალმა ამცნეს, მეორე შვილს ელოდება და უკვე ისიც შეიტყო, რომ ქალიშვილის დედა გახდება.

დიანა ექოსკოპიაზე ექიმთან ჟურნალისტების თანხლებით მივიდა და ყველას გაუმხილა, რომ ძალიან ღელავდა: ''ისე მინდა გოგონა!'' ''მე კი - ბიჭი'' , - იღიმოდა მისი ქმარი პეტრე კუჩერენკო. წყვილს უკვე ჰყავს ერთი ვაჟი - 6 წლის კონსტანტინე.

ექოსკოპიაზე დიანას სასიხარულო
ამბავი აცნობეს - დიანას მართლა გოგონა ეყოლება. წყვილს ბედნიერება არ დაუმალავს და სახელიც იქვე მოუფიქრეს. ერთად ჩამოთვალეს გოგონების სახელები, რომლებიც კი ადრე შეურჩევიათ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ ქალიშვილს ყველაზე მეტად სახელი ვიქტორია მოუხდება.

- ვიქტორია გამარჯვებას ნიშნავს, - აღნიშნა დიანამ, - ჩვენი ქალიშვილი მთელი ცხოვრება გამარჯვებით ივლის.

დიანას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად იმშობიარებს. მისი ქმარი და ძმა რობერტი, რომელიც იმავდროულად მისი პროდიუსერიც არის, უცხოურ კლინიკებს ურჩევენ - შვედეთის ან ამერიკის.

- მე რუსეთში მინდა გაჩენა, - ამბობს დიანა, - ასეთი ანდაზაც არის, რომ სახლში კედლებიც გეხმარებიან. ძალიან ვღელავ და მინდა, რომ ყველა ახლობელი ადამიანი ჩემ გვერდით იყოს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
კრუტოი
თამთა ტვინგალაყებული და უზრდელი რომ არ იყო ასე არ დაწერდი.მე დაკომპლექსებული არ ვარ.ძირს საქართველო ეს იმ ქართველების ლოზუნგია ვისაც რუსეთი თავის სახლად და სამშობლოდ მიაჩნია.რუსეთში წამოსვლა შენ თუ გინდა გეპატიჟები.მე 30 წელია აქ ვცხოვრობ და დიანასავით ბედნიერი ვარ ყველანაირად.
11:45 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
თამთა
კრუტოის საყურადღებოდ!ძირს შენისთანა ტვინ და სინდისგალაყებულები! წადი რუსეთში და გახდი ბედნიერი, ვინ გიშლის?მაგრამ მაგის ტოტიც რომ არ გაქვს! საქართველოს თავი დაანებე, ამ ქვეყნის ბრალი სულაც არაა, შენ რომ დაკომპლექსებული ხარ!
10:04 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მცხეტელი
გმერტმა დაგლოცოს დიანა
10:00 / 24-08-2013
გამოხმაურება / 0 /
კრუტოი
რუსეთში ბევრი ქართველი გახდა ბედნიერი ყველანაირი გაგებით.გაუმარჯოს რუსეთს....ძირს საქართველო
19:12 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნაზი
უფალმა დალოცოს დიანა .......მართლა რუსეთში გახდა ბედნიერი ყველანაირი გაგებით.მისი ნიჭიც არ დაკარგეს და ბედნიერი დედობის სიამაყეც შეიგრძნო.....მიხარია რომ ეს ერტ დროს გაუბედურებული გოგონა დგეს უბედნიერესი ქალიააააა
18:01 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეტკა
სახლში კედლებიც გეხმარებიან.დიანას სახლი-რუსეთია ალბათ
10:26 / 23-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS