დიანა ექოსკოპიაზე ექიმთან ჟურნალისტების თანხლებით მივიდა და ყველას გაუმხილა, რომ ძალიან ღელავდა: ''ისე მინდა გოგონა!'' ''მე კი - ბიჭი'' , - იღიმოდა მისი ქმარი პეტრე კუჩერენკო. წყვილს უკვე ჰყავს ერთი ვაჟი - 6 წლის კონსტანტინე.
ექოსკოპიაზე დიანას სასიხარულო
- ვიქტორია გამარჯვებას ნიშნავს, - აღნიშნა დიანამ, - ჩვენი ქალიშვილი მთელი ცხოვრება გამარჯვებით ივლის.
დიანას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად იმშობიარებს. მისი ქმარი და ძმა რობერტი, რომელიც იმავდროულად მისი პროდიუსერიც არის, უცხოურ კლინიკებს ურჩევენ - შვედეთის ან ამერიკის.
- მე რუსეთში მინდა გაჩენა, - ამბობს დიანა, - ასეთი ანდაზაც არის, რომ სახლში კედლებიც გეხმარებიან. ძალიან ვღელავ და მინდა, რომ ყველა ახლობელი ადამიანი ჩემ გვერდით იყოს.
ჟურნალი ''რეიტინგი''