22 აგვისტო, 2013
დიანა ღურწკაია მეორე შვილს ელოდება
ვიქტორია გამარჯვებას ნიშნავს, - აღნიშნა დიანამ, - ჩვენი ქალიშვილი მთელი ცხოვრება გამარჯვებით ივლის. რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი დიანა ღურწკაია მეორედ შეიგრძნობს დედობის ბედნიერებას. როგორც მომღერალმა ამცნეს, მეორე შვილს ელოდება და უკვე ისიც შეიტყო, რომ ქალიშვილის დედა გახდება.

დიანა ექოსკოპიაზე ექიმთან ჟურნალისტების თანხლებით მივიდა და ყველას გაუმხილა, რომ ძალიან ღელავდა: ''ისე მინდა გოგონა!'' ''მე კი - ბიჭი'' , - იღიმოდა მისი ქმარი პეტრე კუჩერენკო. წყვილს უკვე ჰყავს ერთი ვაჟი - 6 წლის კონსტანტინე.

ექოსკოპიაზე დიანას სასიხარულო
ამბავი აცნობეს - დიანას მართლა გოგონა ეყოლება. წყვილს ბედნიერება არ დაუმალავს და სახელიც იქვე მოუფიქრეს. ერთად ჩამოთვალეს გოგონების სახელები, რომლებიც კი ადრე შეურჩევიათ და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მათ ქალიშვილს ყველაზე მეტად სახელი ვიქტორია მოუხდება.

- ვიქტორია გამარჯვებას ნიშნავს, - აღნიშნა დიანამ, - ჩვენი ქალიშვილი მთელი ცხოვრება გამარჯვებით ივლის.

დიანას ჯერ არ გადაუწყვეტია, სად იმშობიარებს. მისი ქმარი და ძმა რობერტი, რომელიც იმავდროულად მისი პროდიუსერიც არის, უცხოურ კლინიკებს ურჩევენ - შვედეთის ან ამერიკის.

- მე რუსეთში მინდა გაჩენა, - ამბობს დიანა, - ასეთი ანდაზაც არის, რომ სახლში კედლებიც გეხმარებიან. ძალიან ვღელავ და მინდა, რომ ყველა ახლობელი ადამიანი ჩემ გვერდით იყოს.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 26 /
რუსეთი
უფალმა დალოცოს რუსეთის კედლებიანი ქართველები
14:37 / 17-09-2013
გამოხმაურება / 0 /
კედლები
გაუმარჯოს დიდი რუსეთს.
08:34 / 01-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი მანქურთის მწოდებელო
ქეთი შენი კომენტარიდან გამომდინარე დიანაც მანქურთია.ქალს საკუთარი სახლის კედლებად რუსეთი მიაჩნია.ადამიანის შეურაცხყოფას შეეშვი.
10:19 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რუსეთის კედლები
მიყვარს რუსეთი,რუსი და ყველაფერი რუსული.აი ეს მოუხდება დიანას ინტერვიუს კომენტარად.სადავო არაფერია...
10:11 / 28-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს დიანა დიანა
19:20 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
მართალი ხარ მაია.მე ესპანელი ქმარ-შვილი მყავს და ყველა ქართველი ნაცნობი თუ მეგობარი დიდი სიყვარულით მოგვიხსენიებს.მართლაც რუსების ან მაჰმადიანების ქართველი მეუღლეები აგდებულია საქართველოში
17:44 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
იტალიაშია ჩემი შვილი გათხოვილი და 2 შვილიც ყავს.ყველა აქებს ყოჩაღო და არავინ არ ცინიკოსობს მასზე გაიტალიურებულია და იტალია სახლად მიაჩნიაო.მხოლოდ რუსებსა ან მუსულმანებზე აქვსთ ქართველებს გართულება და ირონიულოად მოიხსენებენ იმათ ვინც იმათზე ქორწინდება.
16:17 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარგო
დიანა გარუსებულია თუ გაურუსებელი.ერთი ფაქტია რომ მაგარი ქალია და მაგარი ოჯახი და კარიერა აქვს.რუსი ან გარუსებული ან ნრებისმიერი ეროვნება ქართველის გარდა რა ადამიანი არ არის.რეებს წერთ ???
12:51 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლიბანელი
ნეტა ია ფარულავაც "გარუსებულიყო" თავის დროზე და დღეს ხალხის სასაცილოდ მარტოკა არ დარჩენილიყო.კარიერაშიც იქნებ რუსებს დაეფასებინათ.
10:00 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მაი
კარგით რააა!!!! საქართველოში რომ ეცხოვრა ხომ საერთოდ ვინ დააფასებდა, ამ ადამიანს პატივს ცემენ რუსეთში და ამიტომაც ურჩევნია იქაურობა. აქ ხომ ყველა ჭორაობის და განკითხვის ქალაქია და ნეტა ვინ მოისურვებს აქ ცხოვრებას:(((( ბედნიერებას ვუსურვებ დიანას!!!!
09:46 / 26-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS