ახალი დიზაინერული შტრიხები, ულტრათანამედროვე და ცოტა უცნაური აქსესუარები - ეს ყველაფერი მისთვის უცხოა. დიანა ღურწკაიასთვის მთავარია, რომ მის სახლში სუფევდეს სიმშვიდე და სიმყუდროვე.
- ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრეა. ძალიან მიყვარს, გასტროლების შემდეგ სრულ რეაბილიტაციას მხოლოდ საკუთარ სახლში ვახერხებ, გავაღებ თუ არა კარს და შევიგრძნობ თუ არა ჩემი სახლის სურნელს, თავს უზომოდ ბედნიერად და დაცულად ვგრძნობ.

ძალიან მიყვარს სტუმრების გამასპინძლება. რომ არ მოვიწყინოთ
ძველი-ახალი სახლი ძველ არბატზე
დიანა ღურწკაია მოსკოვის ცენტრში, ძველ არბატზე ცხოვრობს. გარედან გეგონებათ, რომ სახლი ძალიან ძველია, თუმცა სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩებით სტუმრობის დროს. ირგვლივ საოცარი სისუფთავეა.

ამ ადგილზე ძველებური სახლი იყო. როდესაც მისი რესტავრირებ გადაწყვიტეს, მიხვდნენ, რომ შიგნით აბსოლუტურად ყველაფერი უნდა შეეცვალათ, ძველი სახლის დანგრევა და მისი იდენტურის, ახლის აშენება ბევრად იაფი დაჯდებოდა.
დიანას ბინა ამ სახლში ყველაზე დიდია. მისი გარემონტება დროში საკმაოდ გაიწელა. ერთდოულად რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა. იხილეთ სრულად