22 აგვისტო, 2013
''ფემენის'' საზაფხულო ბანაკი
შიშველ სხეულს შეუძლია, მთავრობას დისკომფორტი შეუქმნას, განსაკუთრებით ესპანეთში, სადაც საზოგადოება განსაკუთრებულად მაჩოისტურია პარიზში აქტიურად ვარჯიშობენ ფემინისტური ორგანიზაციის აქტივისტები. როგორც ცნობილია, ამ ორგანიზაციის წევრები ქალის სხეულს პოლიტიკური ინსტრუმენტის სახით იყენებენ. ''საზაფხულო ბანაკის'' მონაწილეებს შორის არიან ესპანელებიც, რადგან უკვე სექტემბრიდან ''ფემენი'' ესპანეთშიც დაიწყებს საქმიანობას.

აქტივისტები საფრანგეთიდან, გერმანიიდან, ბელგიიდან და ჰოლანდიიდან ესპანელ კოლეგებთან ერთად ყვირიან: ''ჩვენი მკერდი ჩვენი აიარაღია'', ''ეს ჩემი სხეულია და არა შენი ღირსება'' .

მითითებებს იძლევა უკრაინელი ინა შევჩენკო, რომელიც ცნობილია იმით, რომ კიევში ჯვარი გადახერხა
''პუსი რიოტის'' მონაწილეების მხარდასაჭერად. მოგვიანებით საფრანგეთში მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი, მოძრაობა კი სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა.

21 წლის სტუდენტი ლარა ალკასარი ''ფემენის'' ესპანური განშტოების ''სახეა'' . ''შიშველ სხეულს შეუძლია, მთავრობას დისკომფორტი შეუქმნას, განსაკუთრებით ესპანეთში, სადაც საზოგადოება განსაკუთრებულად მაჩოისტურია, ეკლესია კი პირდაპირ არის დაკავშირებული სახალხო პარტიასთან'' , - ამბობს ესპანელი აქტივისტი.

როგორ მიმდინარეობს ვარჯიშები? ''სწორად დადექით, გაშალეთ ფეხები, მყარად იდექით მიწაზე, რომ წონასწორობა შეინარჩუნოთ. მაღლა ასწიეთ ტრანსპარანტები.

აკრძალულია ღიმილი. არასოდეს არ გაიცინოთ. გამოხატეთ მრისხანება'' , - იძლევა განკარგულებებს შევჩენკო. უახლოეს მომავალში ''ფემენს'' ესპანეთში აქვს დაგეგმილი აქცია აბორტების და მამაკაცების ძალადობის შესახებ კანონში შესწორებების წინააღმდეგ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS