21 იანვარი, 2016
გრიგორი ლეფსის (გრიგოლ ლეფსვერიძის) მდიდრული ვილა და ხატებით სავსე ბინა მოსკოვში
გრიგორი ლეფსს რუსული ესტრადის მოყვარული ქართველები წლებია იცნობენ და უყვართ კიდეც. ის ხომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და პოპულარული მომღერალია, ცნობილი ხრინწიანი ხმით. თუმცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა სულ ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ გრიგორი ლეფსი სინამდვილეში ქართველია - გრიგოლ ლეფსვერიძე, რომელიც სოჭში დაიბადა 1962 წელს. მამამისი სოჭში ხორცკომბინატში მუშაობდა, დედა, ნათელა - პროფესიით მედდაა. ჰყავს ასევე და ეთერი.

სკოლა სოჭში დაამთავრა, თუმცა სწავლის სიყვარულით არ გამოირჩეოდა. უფრო სპორტი აინტერესებდა, ფეხბურთით იყო დაკავებული. შემდეგ მუსიკალური სასწავლებელი დაამთავრა,
დასარტყამი ინსტრუმენტების კლასი. ჯარში მსახურის შემდეგ როკ-ჯგუფებში უკრავდა და საკმაოდ გვიან, 30 წლისამ გადაწყვიტა მოსკოვში გადაბარგება. "იმიტომ წავედი, რომ უკვე ვხვდებოდი, სოჭის რესტორნებში თუ დავრჩებოდი მომღერლად, როგორც არტისტი, დავიღუპებოდი. დღე და ღამ ვმუშაობდი და დაღლილობას ალკოჰოლით ვიხსნიდი...", - იხსენებს იმ წლებს ლეფსი. იხილეთ სრულად + ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS