19 იანვარი, 2016
პრინცი ჰარის ახალი სიყვარული - ინგლისელი "ლორდი" ამჯერად ბერძენ "ქალღმერთზეა" შეყვარებული
ოფიცერი და ნამდვილი ჯენტლმენი პრინცი ჰარი, ქერა თმიან გოგონებს ანიჭებს უპირატესობას. მისი ახალი რომანის ობიექტი საბერძნეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა მარიაა. ეს რომანი ჰარის საკუთარი რძლის დასთან, პიპა მიდლტონის რომანთან შედარებით მეტად დამაჯერებლია.

ავსტრალიური ტაბლოიდი  New Idea - აქვეყნებს, რომ პრინც ჰარისთვის ეს იდეალური ვარიანტია.

მისი აღმატებულება მემკვიდრეობით მონარქიული ტიტულის მატარებელი, კარგად აღზრდილი და ახალგაზრდაა, ამასთან პრინცესას დედა ინგლისური წარმომავლობისაა.

გარდა ამისა მარია ბუნებრივად ქერაა. წყვილი ერთმანეთს ჰარის ბიძაშვილმა, პრინცესა ბეატრისმა შეახვედრა. ინსაიდერები ადასტურებენ, რომ უცოლო
პრინცი პრინცესა მარიათი მართლაც მოხიბლულია და მის ნებისმიერ ახირებას სიამოვნებით ასრულებს.
Принцесса Мария-Олимпия Греческая



მაგალითად: მარია-ოლიმპიამ შვეიცარიაში თხილამურებით გასეირნების სურვილი გამოთქვა და ახლა სწორედ იქ წასვლას გეგმავენ.

ვარსკვლავური ჭორები იქნებ ახლა მაინც გამართლდეს და პრინცი ჰარი მალე დაოჯახდეს.

პენი ლეინი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS