21 აგვისტო, 2013
პრინცი უილიამი და კეიტ მიდლტონი თავად ზრდიან ბავშვს
სადილის მომზადებაში კეიტს მოახლე ეხმარება, რომელიც ძირითადად იტალიური სამზარეულოს მარტივ კერძებს ამზადებს კეიტ მიდლტონი და პრინცი უილიამი უკვე ტკბებიან იმ ყველაფრით, რაც ბავშვის დაბადებას ახლავს თან. როგორც გაირკვა, მომავალი მეფის და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩვილის ჩვეულებრივი დღეები დიდად არ განსხვავდება მისი ქვეშევრდომების ცხოვრებისგან.

ბედნიერი ცოლ-ქმარი კეიტის მშობლების სახლში ცხოვრობს, ისინი უარს ამბობენ ძიძის მომსახურებაზე და თავად მონაწილეობენ პატარა ჯორჯის აღზრდაში.

ახალგაზრდა მშობლები დილიდან ბავშვს უვლიან, მერე საუზმობენ და ისევ შვილს აქცევენ ყურადღებას. სადილის მომზადებაში კეიტს მოახლე
ეხმარება, რომელიც ძირითადად იტალიური სამზარეულოს მარტივ კერძებს ამზადებს.

პრინცი უილიამი კი არა მხოლოდ რეგულარულად ყიდულობს ჯორჯისთვის საფენებს, ჭურჭელსაც კი რეცხავს. უილიამი და კეიტი აღიარებენ, რომ ეს ყველაფერი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ და თავს ნამდვილ ოჯახად გრძნობენ.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
ინგა
ფულის დერდი არა აქვთ და რა თქმა უნდა არ ეჩქარებათ არც სამსახურში,არც შიათ არც სწყურიათ,კიდე კაი შვილი გაუჩნდათ თორე უსაქმურობით მოკვდებოდნენ ალბათ
16:35 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ინგა
უიმე რა მოცლილი ხალხია რა
16:33 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS