ყოფილმა ქმარმა ყოფილ ცოლს საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა. თავისი მონოლოგის დროს მან მონოგამიურ ქორწინებას ''მონაზვნობა'' უწოდა. და აღიარა, რომ რომელიმე ერთთან ქორწინება -
- როცა ცოლი გყავს, მხოლოდ ერთ ადამიანთან შეგიძლია სექსი გქონდეს. ანუ სულ ერთი პარტნიორით მეტთან, ვიდრე ეს ბერების შემთხვევაშია. ეს არც ისე დიდი სხვაობაა.
რასელი ამაზე არ გაჩერებულა, გადაწყვიტა, მისი და კეტის სექსუალური ცხოვრების შესახებაც გაეკეთებინა კომენტარი. ბრედმა მაყურებლებს გაანდო ''საიდუმლო'' , როგორ ასრულებდა თავის ცოლქმრულ მოვალეობებს.
- სექსის დროს ვფიქრობდი: ''ვინმე სხვაზე იფიქრე, ვინმე სხვაზე იფიქრე'' .
კომიკოსის გამოსვლას, რასაკვირველია, მომენტალურად კრიტიკა მოჰყვა, მათ შორის მისი თაყვანისმცემლების მხრიდან, რომელთაგან ბევრმა თავის კერპს უწოდა ''ამაზრზენი, საზიზღარი ადამიანი'' , მის გამონათქვამებს კი - ''ამორალური'' .
თვით კეტის ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი ''ყოფილის'' კომენტარებზე. მომღერალი ახალ ბოიფრენდთან ბედნიერია - მომღერალ ჯონ მაიერთან. წყვილმა ამ წლის თებერვალში თითქოს გადაწყვიტა დაშორება, მაგრამ უერთმანეთოდ მაინც ვერ გაძლეს.
გარდა ამისა, კეტის კარიერაშიც ყველაფერი კარგად აქვს, თითქმის ყველა მუსიკალურ ცერემონიაზე ან დაჯილდოებულთა შორის არის, ან წამყვანია.
რასელი კი სულაც არ ბრწყინავს ასე და ბევრისთვის კვლავ კეტი პერის ყოფილ ქმრად რჩება. ალბათ ამიტომაც დაიბოღმა და ყოფილ ცოლს საჯაროდ ''გადასწვდა'' .
ჟურნალი ''რეიტინგი''