20 აგვისტო, 2013
მეცნიერებმა შექმნეს საათი, რომელიც სიკვდილს წინასწარმეტყველებს
ისინი დაავადებისგან დაზიანებული ორგანოების ნაწილებში წამოიზრდებიან, იქ ახალ კაპილარებს ქმნიან და დაავადების შემდეგ ორგანოს აღდგენის პროცესს ააქტიურებენ ბრიტანელმა ფიზიკოსებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების ვადას და მისი სიკვდილის თარიღს. ლანკასტერის უნივერსიტეტში მომუშავე ფიზიკოსების მიერ შექმნილი მოწყობილობა გარეგნულად მაჯის საათს ჰგავს.

გამოგონებას საფუძვლად უდევს კანის ზედაპირის მეშვეობით ორგანიზმის ენდოტელიური უჯრედების მდგომარეობის ლაზერული ანალიზი. ენდოტელიური უჯრედები პასუხს აგებენ სისხლის მიმოქცევაზე, სისხლძარღვების ტონუსსა და არტერიულ წნევაზე.

ისინი დაავადებისგან დაზიანებული ორგანოების ნაწილებში წამოიზრდებიან, იქ ახალ კაპილარებს ქმნიან და დაავადების
შემდეგ ორგანოს აღდგენის პროცესს ააქტიურებენ.

შექმნილი აპარატი სწორედ ამ ენდოტელიური უჯრედების ნაკადს ზომავს და ორგანიზმის დაბერების სიჩქარეს გამოთვლის. შედეგი 100-ქულიანი სისტემით ფასდება, სადაც 100 - აბსოლუტურად ჯანმრთელი ახალგაზრდა ორგანიზმის ოპტიმალური ფუნქციონირებაა, 0 კი სიკვდილს ნიშნავს.

შექმნილი მოწყობილობა მეცნიერებს საშუალებას აძლევს განსაზღვრონ, რამდენად სწრაფად დაბერდება ორგანიზმი ენდოტელიური უჯრედების აქტივობის არსებულ დონეზე.

წინასწარი მონაცემებით, მოწყობილობა სამი წლის განმავლობაში გამოიცდება, მერე კი სამედიცინო დაწესებულებებში აამუშავებენ. მისი მეშვეობით ექიმები ასევე შეამოწმებენ პაციენტების მიდრეკილებას ონკოლოგიური დაავადებებისა და ჭკუასუსტობისადმი.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS