20 აგვისტო, 2013
კეტი პერიმ კრისტენ სტიუარტს ბოდიში მოუხადა
სწორედ ამის მერე ხედავდნენ ერთად პატინსონსა და კეტი პერის. მაგალითად, სანტა-ბარბარას სასტუმროში - იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც მომღერალი გაიზარდა რობერტ პატინსონისა და კრისტენ სტიუარტის საბოლოო დაშორების შემდეგ თავქარიანი რობი არაერთხელ შენიშნეს კეტი პერის კომპანიაში. მომღერალი, რომელიც ადრე ''ბინდის'' ორივე ვარსკვლავთან მეგობრობდა, მაშინვე ''ღალატსა'' და კაცებზე ნადირობაში დაადანაშაულეს. კეტი პერიმ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება გადაწყვიტა.

28 წლის მომღერალი სულ ცოტა ხანს ცხოვრობდა თავის ქმართან, კომიკოს რასელ ბრენდთან, რომელსაც მალე დაშორდა. 27 წლის პატინსონისა და კრისტენ სტიუარტის რომანს
კი ბზარი კრისტენის ღალატმა გაუჩინა - ცნობილი ამბავია, რომ მორიგი ფილმის ცოლიან რეჟისორ რუპერტ სანდერსთან მის მიერ გაბმულ რომანს ლამის მთელი მსოფლიო განიხილავდა.

მერე წყვილი თითქოს ისევ შერიგდა, პატინსონმა კრისტენს აპატია ეს პატარა ფლირტი, მაგრამ მაინც დაშორდნენ ერთმანეთს. სწორედ ამის მერე ხედავდნენ ერთად პატინსონსა და კეტი პერის. მაგალითად, სანტა-ბარბარას სასტუმროში - იმ ადგილების სიახლოვეს, სადაც მომღერალი გაიზარდა. ასევე ბევრჯერ ნახეს ერთად კლუბებში.

კეტი ამტკიცებდა, რომ უბრალოდ გვერდში ედგა მეგობარს კრისტენ სტიურტთან დაკავშირებული ამბების გამო. სხვათა შორის, თავის დროზე კეტი არ უჭერდა მხარს რობერტის გადაწყვეტილებას, კრისტენთან დაბრუნებულიყო. კეტის თქმით, რობერტი მეტის ღირსია და თანაც, ღალატის მერე მათი ურთიერთობები უწინდელი აღარ იქნებოდა. ასეც მოხდა.

ახლა მომღერალმა თქვა, რომ მასა და რობერტს შორის მეგობრობის მეტი მართლა არაფერია. როცა მიხვდა, რომ კრისტენი მას მოღალატედ მიიჩნევდა, თურმე შერიგებაც კი სცადა და მესიჯი გაუგზავნა.
Rating
- კრისტენს მივწერე: ''პრესაში ათას რამეს კითხულობ, მაგრამ იცი, რომ არასდროს გამიქრებოდა შენდამი პატივისცემა. მე ასეთ ადამიანებს არ მივეკუთვნები. უბრალოდ, მინდა, მისთვის მეგობარი ვიყო, მაგრამ სამწუხაროდ, მე მკერდი მაქვს''.

ეგეც არ იყოს, როგორც კეტი ამტკიცებს, ბოლო დროს ყოფილ ბოიფრენდ ჯონ მაიერს შეურიგდა. წყვილი თავს ბედნიერად გრძნობს და კეტის მისი ღალატის საფუძველი არ აქვს.

- ჯონი მცირე ხანს გამერიდა, - ამბობს კეტი, - ეს ჩემთვის სერიოზული გაფრთხილება იყო. მივხვდი, რომ შემეძლო საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ამიტომ ბევრი რამ გადავაფასე. ვფიქრობ, ქალების უმეტესობას ჰქონია ასეთი პრობ-ლემა. შეიძლება რაღაცაში იყო ძლიერი, მაგრამ სხვა რამეში კაცს უნდა დაემორჩილო.

ჩემთვის სერიოზული გაფრთხილება იყო. მივხვდი, რომ შემეძლო საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ამიტომ ბევრი რამ გა-დავაფასე. ვფიქრობ, ქალების უმეტესობას ჰქონია ასეთი პრობლემა. შეიძლება რაღაცაში იყო ძლიერი, მაგრამ სხვა რამეში კაცს უნდა დაემორჩილო.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS