ამაში ოთხი დაბრკოლება გიშლით ხელს.
გთავაზობთ პაულო კოელიოს შენიშვნებს ამ ოთხი დაბრკოლების შესახებ:
1. პირველი ისაა, რომ ადამიანს ჯერ კიდევ ადრეული ბავშვობიდან აქვს სანუკვარი ნატვრა, რომელიც ხშირად აუხდენელია. ამაზე ფიქრები დღითიდღე ძლიერდება და დროთა განმავლობაში დანაშაულის გრძნობაში გადაიზრდება.
2. თუ ადამიანს მაინც ჰყოფნის ვაჟკაცობა და მის სურვილს არ გადაუხვევს, მას შემდეგი გამოცდა - სიყვარული ელის წინ. მან კარგად იცის, როგორ უნდა აისრულოს ოცნება, რას უნდა მიაღწიოს ან გამოსცადოს ცხოვრებაში, მაგრამ ეშინია,
3. როცა ადამიანი გააცნობიერებს, რომ სიყვარული დაბრკოლება კი არა წინსვლისკენ ბიძგია, მას მესამე წინაღობა ელის: წარუმატებლობისა და დამარცხების შიში. გვინდა თუ არა დამარცხებები ხშირია. როცა ადამიანი დასახულის მიზნის მისაღწევად გზას ადგას, გამოუცდელობის გამო გზად ბევრი მარცხი ხვდება, მაგრამ სწორედ ამაშია ბრძოლის იდეა. შვიდჯერ რომ დაეცე, მერვედ უნდა წამოდგე. ხოლო როცა ყველა უსიამოვნება საბოლოოდ დარჩება უკან, მაშინ ბოლომდე შეიგრძნობთ ბედნიერებას და თავდაჯერებულობაც შეგემატებათ.
4. ოცნების ახდენის შიში მთელი ცხოვრების მანძილზე.. იმის შეგრძნება, რომ სადაცაა ცხოვრების ყველაზე დიდი ოცნება ახდება, ადამიანს დანაშაულის გრძნობით ავსებს. გარშემო თვალის შევლებისას ხვდება, რომ ბევრს არ გამოუვიდა ოცნების ახდენა და მაშინ იწყებს ფიქრს, რომ არც თვითონ იყო ამის ღირსი. მას ავიწყდება რამდენი რამის გადალახვა მოუხდა სასურველის მისაღწევად. ამ ოთხ დაბრკოლებას შორის ეს ყველაზე მზაკვრულია.
ხოლო, როგორც კი მიხვდება, რომ ის,რისთვისაც ასე იბრძოდა, დაიმსახურა, მაშინ მისი ამ ქვეყნად მოვლენის მიზეზსაც იგებს.
საკუთარ თავს ვუმტკიცებთ, რომ ოცნებები ეს უბრალოდ ბავშვური და სულელური ფიქრებია, რომელთა განხორციელება ცხოვრებაში შეუძლებელია, ან მათი გაჩენის მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ რეალურ ცხოვრებაზე ჯერ კიდევ ცოტა რამ ვიცოდით. ჩვენ ვკლავთ ოცნებებს, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოწვევებისა და ბრძოლაში ჩართვის გვეშინია.
პაულო კოელიო
პენი ლეინი