18 აგვისტო, 2013
ეტან ჰოუკი „ჩემი პრიორიტეტი ჩემი ოთხი შვილია“
სიყვარული არის ოცნებები, ტანჯვა, შეყვარებულობა, განცდები და ბოლოს, სურვილი, სიცოცხლის ბოლომდე იყო იმ ერთადერთ ადამიანთან, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა და სისუსტისა პოპულარობა მასთან „მკვდარი პოეტების საზოგადოებით“ მოვიდა, მერე კი ორი „ოსკარი“ მიიღო მეორეხარისხოვანი როლისთვის („საცდელი დღე“ ) და სცენარის თანაავტორობისთვის („გათენებამდე“ ). მისი ცოლი უმა თურმანი იყო, რომელმაც ორი შვილი გაუჩინა, დღეს მის გვერდით რაიან შოჰიუზია, რომელმაც ასევე გაუჩინა შვილები. ბოლო პერიოდში ეტანი ბევრს მუშაობს თეატრში, დროდადრო კი კინოშიც ჩნდება. წელს სამი პრემიერა ჰქონდა: „შუაღამემდე“ , ტრილერი
„განსჯის ღამე“ და ბოევიკი „გავიქეცით!“

- ბოლო დროს გარეგნობა შეიცვალეთ?
- დევიდ ბოუის ვბაძავ. ბროდვეიზე დადგმაზე ვმუშაობ, სადაც 1990-იანების როკერების სტილში უნდა მოვიფიქრო სახე. ბოუის სტილი შესაფერისი მომეჩვენა.
- 1990-იანების შუალედში ითამაშეთ რომანტიკულ ფილმში „გათენებამდე“ . წელს ამ სურათის მესამე ნაწილი გამოვიდა. ალბათ უკვე სიყვარულის ექსპერტი ხართ?
- მხოლოდ იდიოტები თუ ჩათვლიან თავს სიყვარულის ექსპერტად. ამ თემაზე რჩევების დარიგება უბრალოდ სასაცილოა.
- თქვენთვის რა არის სიყვარული?
- როცა ოცი წლის ვიყავი, ნამდვილ სიყვარულზე ვოცნებობდი და რამდენჯერმე გავმიჯნურდი. ოცდაათისას მეგონა, რომ სიყვარული საცაა მოვიდოდა, მაგრამ უფრო ვიტანჯებოდი, ვიდრე მიყვარდა. დღეს, როცა 40 წლის ვარ, ვხვდები, რომ სიყვარული არის ოცნებები, ტანჯვა, შეყვარებულობა, განცდები და ბოლოს, სურვილი, სიცოცხლის ბოლომდე იყო იმ ერთადერთ ადამიანთან, მიუხედავად ყველა ნაკლოვანებისა და სისუსტისა.
- თქვენი მოხიბვლა როგორ შეიძლება?
- მომწონს რთული, ნიჭიერი ქალები, იუმორის გრძნობით, რომლებთანაც შეიძლება კამათი. შეიძლება იჩხუბო კიდეც, მაგრამ ასეთ ქალთან ურთიერთობა მალე არ მოგბეზრდება.
- საკმაოდ გაგიმართლათ ცხოვრებაში: ორი „ოსკარი“ და ადგილი ჰოლივუდის პლანეტაზე...
- მერე რა? მე ხომ არ ვიქცევი, როგორც შეყვარებული ნარცისი, რომელმაც ჯილდოები გამოკიდა კედელზე და ტკბება. მე არ დავდევ ფუჭ ფასეულობებს და ფულს.
- სხვათა შორის, ამბობენ, რომ სიმდიდრეს აგდებით ეკიდებით.
- ეგ ახალგაზრდობაში იყო, როცა მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. რაც ჩემი შვილები გაჩნდნენ, ყველაფერი შეიცვალა. ახლა მხოლოდ იმიტომ მაინც მჭირდება ფული, რომ მათი განათლების ფული გადავიხადო.
Rating
- რა არის ბედნიერება?
- როცა შენს შვილებს წამოზრდილებს ხედავ. რა თქმა უნდა, ბედნიერებაა კარგ ფილმებში გადაღებაც. მაგრამ წელიწადში კარგი ფილმი სულ შეიძლება ორი-სამი გამოდიოდეს. ასეთ ფილმში თითოეულ როლზე მოხვედრა ორმოცდაათ საუკეთესო მსახიობს სურს. ხან მხვდება ასეთი კარგი როლი, მაგრამ თუ არა, არ ვდარდობ. ცხოვრებაში ყველას თავისი პრიორიტე-ტები აქვს: ჯორჯ კლუნის - მისი განუმეორებლობა, მე - ჩემი ოთხი შვილი.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS