
ყურება მარტო იმისთვის ღირს, რომ მთავარი
რაც შეეხება სერიალის სიუჟეტს:
ცნობილი სასიყვარულო სამკუთხედი. მოქმედება თანამედროვე ცხოვრებაში, საფრანგეთის ცნობილ კურორტ ნიცაზე ხდება (მერიემის თაყვანისმცემლები ნამდვილად გაოცდებიან).
"ღამის დედოფალი" გვიამბობს პატარა პარფიუმერიის მაღაზიის პარფიუმერის - შირინის (მერიემ უზერლი) ისტორიას. ის, ეგრეთწოდებულ ეგზოტიკურ ოჯახში დაიბადა - დედა ფრანგი ჰყავს, მამა კი - თურქი.
შირინი აზიზის მიმართ ნაზ გრძნობებს განიცდის. მამაკაცი სოლიდურ ასაკშია, წარმატებული ბიზნესმენია და მისი საქმიანობა ხმელთაშუა ზღვის რეგიონებს უკავშირდება.
ბოლო ინფორმაციით აზიზის როლს მეჰმეთ ასლანგუტას ნაცვლად უგურ პოლატი შეასრულებს. აღმოჩნდა, რომ მეჰმეტი ზედმეტად მკაცრი და დაუნდობელი აღმოჩნდა როლისთვის, ამიტომ მას ადეკვატური შემცვლელი უპოვეს.
აზიზი გარდაცვილი მეგობრის 3 წლის ბავშვს იშვილებს, მანამდე კი ორ შვილს, გოგონასა და ვაჟს ზრდის. ცოლი მშობიარობას გადაჰყვა. გარდაცვილი მეუღლის პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად აზიზი მის ცხოვრებაში არცერთ ქალს არ უშვებს. მაგრამ მერიემ უზერლის გმირი ყველაფერს შეცვლის.

მალე სასიყვარულო სამკუთხედი შეიკვრება. ახალგაზრდა ბიჭი (მურატ ილდირიმის გმირი), რომელიც აზიზის ცხოვრებაში, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა, ქუჩაში შემთხვევით შეხვდება ლამაზმან შირინს. ამ ახალგაზრდა, ჭკვიან და სიმპათიურ მამაკაცსაც შირინი შეუყვარდება. "ღამის დედოფლის" გულის მოგებას ორი მამაკაცი ცდილობს.
ვის აირჩევს შირინი?
ამას ახალი სერიალი " ღამის დედოფალი" გვიამბობს, რომელსაც სულმოუთქმელად დაველოდებით.
რაც შეეხება მურატ ილდირიმსა და მერიემ უზერლის შორის სასიყვარულო რომანს, ეს ურთიერთობა ჯერჯერობით არც ერთი ინფორმაციით არ დასტურდება. ის თუ რა მოხდება მომავალში, ამას უკვე დრო გვიჩვენებს. ამ კითხვას თურქი ჟურნალისტებიც აქტიურად სვამენ, თუმცა „ხელჩასაჭიდი“ ჯერჯერობით ვერაფერი ათქმევინეს სერიალის გმირებს.
პენი ლეინი

