18 აგვისტო, 2013
„მის აფრიკა“ თანამედროვე „ოტელოს“ ემსხვერპლა
როგორც ჩანს, ყოფილმა მიჯნურმა გადაწყვიტა, თუ მისი არ იქნებოდა მშვენიერი შავკანიანი მოდელი, მაშინ არც არავისი უნდა ყოფილიყო და ამგვარად გამოასალმა სიცოცხლეს ლონდონში 29 წლის რუანდელი, „მის აფრიკის“ ტიტულის მფლობელი ლაინა კეზა გარდაცვლილი იპოვეს. სანამ ყელს გამოსჭრიდნენ, ცნობილმა შავკანიანმა მოდელმა მოასწრო „საგანგაშო ღილაკზე“ თითის დაჭერა, რომელიც მის სახლში იყო დამონტაჟებული. თუმცა პოლიცია მეტისმეტად გვიან მივიდა.

38 წლის პრომოუტერმა დევიდ კიკავამ მოდელი მისი სამი წლის ქალიშვილის თვალწინ მოკლა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის გარკვეული პერიოდი ლაინასთან ერთად ცხოვრობდა და
მასზე დაქორწინებასაც აპირებდა, მაგრამ მისი გამუდმებული ეჭვიანობის გამო ისინი მალე დაშორდნენ ერთმანეთს.

როგორც ჩანს, ყოფილმა მიჯნურმა გადაწყვიტა, თუ მისი არ იქნებოდა მშვენიერი შავკანიანი მოდელი, მაშინ არც არავისი უნდა ყოფილიყო და ამგვარად გამოასალმა სიცოცხლეს. დამნაშავე უკვე დაპატიმრებულია.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS