სენტინელებიამ

კუნძულზე მოხვედრა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. სენტინელები ინდოეთსა და ტაილანდს შორის მდებარე კუნძულზე ცხოვრობენ და ნებისმიერს, ვინც მათთან მიახლოებას ან კონტაქტში შესვლას გაბედავს, ისრებით და აგრესიით ხვდებიან, ნადირობენ, თევზს იჭერენ და ერთმანეთზე ქორწინდებიან. ტომში
იღებენ - წყალში ყრიან ან მიწაში მარხავენ. ამ ტომის სულ რამდენიმე ფოტო არსებობს, ისიც ზემოდან, თვითმფრინავიდან გადაღებული.
ნიკობარისა და ანდამანის ტომები

ანდამანისა და ნიკობარის კუნძულებზე მცხოვრები ეს ტომები ძირითადად კანიბალები არიან და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ერთმანეთს ჭამენ, თუმცა ერთმანეთში მებრძოლი ტომები იმდენს კი ხვდებიან, რომ ''ადამიანების'' მარაგი არც ისე სწრაფად ივსება, ამიტომ ბოლო დროს იშვიათად ნადირობენ ადამიანებზე. ზოგიერთი
ტომი მხოლოდ დღესასწაულებისთვის ინახავს დატყვევებულ უცხოტომელს. ეგ კი არა, თუ
მეზობელ ტომებზე თავდასხმა წარუმატებლად დასრულდა, შეუძლიათ, თავიანთივე ტომში ბავშვები ან მოხუცები ''დააგემოვნონ''.
პირაჰა

ბრაზილიის ჯუნგლებში კიდევ ცხოვრობს მცირერიცხოვანი ტომი - დაახლოებით 200 კაცამდე. მათ ყველაზე პრიმიტიული ენა აქვთ პლანეტაზე და თვლის არავითარი სისტემა არ მოეპოვებათ. მათ არც მითოლოგია აქვთ, არც ღმერთებს ეთაყვანებიან. არ აქვთ წელიწადის დროების, ამინდის აღმნიშვნელი სიტყვები, არც - მცენარეებისა და ცხოველების. პატარა ქოხებში ცხოვრობენ, ცივილიზებული სამყაროსთვის დამახასიათებელი ნივთების გამოყენებაზე უარს ამბობენ და არც აგრესიით გამოირჩევიან.
კარავაი

ეს ტომი პაპუა-ახალ გვინეაში ბინადრობს, ორ მთას შორის და ისინი გასული საუკუნის 90-იან წლებში აღმოაჩინეს. პაწაწინა ქოხებში ცხოვრობენ, ქვის დანებსა და ცულებს იყენებენ, ცხვირსა და ყურებს მოკლული ცხოველების კბილებით იხვრეტენ. უყვართ ველური ტახები, რომლებსაც არ ჭამენ, მხოლოდ ათვინიერებენ. კარავაი მებრძოლი ტომია, ადრე კანიბალებიც იყვნენ, თუმცა ახლა ამ ტრადიციას აღარ მისდევენ.
ქალები ტომში ყველასია - კონკრეტულად განაწილებული არ ჰყავთ.
სილამაზის კონკურსი ვოდააბში

ნიგერიის ტერიტორიაზე ცხოვრობს ვოდააბის ტომი, რომელშიც ასევე არაცივილიზებული ხალხი ბინადრობს. ეს ტომი ცნობილია იმით, რომ საკმაოდ ლამაზი ქალები ჰყავთ და ასევე სილამაზის კონკურსით, რომელსაც მამაკაცებს შორის ატარებენ. კონკურსანტ მამაკაცებს ქალები აფასებენ და სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ, ნებისმიერი კონკურსანტი ქმრად აირჩიონ. მამაკაცები კონკურსისთვის დიდი მონდომებით ემზადებიან - სახეს იღებავენ, მკვეთრ აქსესუარებს იკეთებენ, ცეკვავენ და ყველანაირად ცდილობენ, ჟიურიზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინონ. კრიტერიუმებს შორის, რითაც კონკურსანტები ფასდებიან, ძირითადად არის სახის სილამაზე, გრაციოზულობა, ორიგინალური ჩაცმულობა და ლამაზი კბილები.
ლელა ზურებიანი
ჟურნალი "top რეიტინგი"