17 აგვისტო, 2013
ტილდა სუინტონი „დასვენებას ვაპირებ“
ალბათ ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ სექსისგან შორს ვყოფილიყავით, მაგრამ ეს რეალური ნაგავი იყო. ეს ერთადერთი რამაა, რაზეც დღემდე არ შემიძლია ხუმრობა მრავალი ჯილდოს (მათ შორის „ოსკარის“ ) მფლობელი და ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ მსახიობად აღიარებული 53 წლის ტილდა სუინტონი ბოლო წლებში კვლავ აქტიურად მონაწილეობს ფილმებში და სხვადასხვა კინოფესტივალის ჟიურიშიც გამუდმებით იწვევენ. მისი ბოლო პროექტებია „ზეროს თეორემა“ , „მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან“ , „ნარნიას ქრონიკები: ვერცხლის სავარძელი“ , „სავსე მთვარის სამეფო“ .

ბრიტანელი კინომსახიობი „ნარნიას ქრონიკებით“ გაიცნო ძირითადად ჰოლივუდმა,
თუმცა ბევრი საინტერესო როლი აქვს შესრულებული და ნიჭიერ მსახიობად მიიჩნევა, ასევე საინტერესო ადამიანად, ექსპერიმენტების მოყვარულად და გარდასახვის ოსტატად. ტილდა ბოჰემური ადამიანია, გამუდმებით აქვს ურთიერთობა ცნობილ მხატვრებსა და ფოტოგრაფებთან და მათ მუზადაც მიიჩნევა. მისი პირადი ცხოვრებაც ხელოვნებას დაუკავშირდა - დიდხანს ცხოვრობდა შოტლანდიელ მხატვარსა და დრამატურგ ჯონ პატრიკ ბირნთან, რომელთანაც ტყუპი ქალ-ვაჟი გაუჩნდა. ბირნის ნახატები შოტლანდიის ეროვნული პორტრეტების გალერეის კოლექციაში ინახება. 2004 წლიდან ტილდა ასევე მხატვარს, ახალზელანდიელ სანდრო კოპს ხვდება.

„მეტისმეტად ზარმაცი ვარ იმისთვის, ვინმეს ეტალონი ვიყო“

- ტილდა, ჰოლივუდში იმ მცირე მსახიობებს შორის ხართ, ვისი კარიერაც მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სურვილებზეა აწყობილი. იოლად გადადიხართ მეისნტრიმული კინოდან ავანგარდისკენ. რამდენად გონივრულია ეს?
- იცით, დღემდე მაოცებს, რომ ჰოლივუდში ვარ. ეს ძალიან უცნაურია. არასდროს წარმომედგინა თავი, როგორც მსახიობს. დღემდე მგონია ხოლმე, რომ მხოლოდ სტუმრად მეპატიჟებიან.
RatingXX
- თქვენ ბოჰემური კინოს ეტალონი ხართ. თქვენს იდეებს ეს იარლიყი ხომ არ ზღუდავს?
- საინტერესო შეკითხვაა. ჩვენ ხომ საზღვრებზე ვსაუბრობთ. ბევრი ადამიანი იღებს სარგებელს იმ გარემოებიდან, რომ იცის თავისი საზღვრები, იცის, საიდან იწყებს. მაგრამ ყოველთვის ყველაფერი იცვლება. მე ვიტყოდი, რომ მეტისმეტად ზარმაცი ვარ იმისთვის, ვინმეს ეტალონი ვიყო.
- რამდენიმე თვის წინ არტ-პერფორმანსი შეასრულეთ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. შუშის აკვარიუმში გეძინათ ერთი თვე. ეს დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: „აი, ვარსკვლავს აკვარიუმში სძინავს“ . თქვენ რას გრძნობდით?
- ამ პროექტს ეწოდებოდა „შესაძლებელია“ და პირველად 1995 წელს წარმოვადგინე ლონდონში, ერთ წელიწადში კი - რომში. ლონდონში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი მოვიდა, ამდენივე - რომში. ნიუ-იორკში მხოლოდ პირველ დღეს მოვიდა ამდენი ხალხი, მთელი თვის განმავლობაში კი - მილიონამდე. შუშის კარადაში მეძინა. ყველასთვის გახსნილი ვიყავი. საერთოდ არ მეცვლებოდა შეგრძნებები. შეიცვალა მაყურებელი.
Rating
- რაოდენ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს შეკითხვა შემოქმედებითი გეგმების შესახებ, მაინც გკითხავთ, რადგან თქვენგან არაბანალურ პასუხს ველი...
- ეს ის შეკითხვაა, რომელზეც მიხარია პასუხის გაცემა. გეგმებში მაქვს მცირე შესვენების აღება. ზოგიერთ პროექტზე მუშაობას დავამთავრებ, შეიძლება ითქვას, მოსავალს ვიღებ. ამ თვის ბოლოს კორეაში მივდივარ ფილმ „რევოლუციის“ წარსადგენად, გარდა ამისა, სკოლას ვაშენებ ჩემი შვილებისთვის, ასევე ბაღს ვაკეთებ შოტლანდიაში ჩემს სახლში.

ტილდას რამდენიმე ციტატა

„სამხედროების ოჯახში დავიბადე. ჩემს ძმებს დაბადებიდან ჰქონდათ ცხოვრებისეული გეგმა - მოწყობილი, საპატიო. იმავე სკოლაში შევიდნენ, რომელშიც მათი მამა, პაპა და პაპის პაპა დადიოდნენ, ბავშვობიდან სწავლობდნენ სროლას და ცხოვრობდნენ რიტუალებით. მეჩვენებოდა, რომ ბიჭობა გაცილებით უფრო იოლი იყო. მათ გაცილებით მეტი გასართობი ჰქონდათ“ .

„ყოველთვის ვიცოდი, რომ ულამაზო ვიყავი. ეს დიდი უპირატესობაა. ჩემი ყველა ლამაზი მეგობარი ადრე თუ გვიან ზღავდა ამ გარეგნობის გამო. არ ვგულისხმობ მარტო სექსს. მათ გამუდმებით ახსოვთ, რომ ღია ფერის თმა, ცისფერი თვალები, დაბერილი ტუჩები აქვთ და შესაბამისად უნდა მოიქცნენ. ეს დიდი ზეწოლაა, რომელიც მე არ მაქვს. მე არც აღმიქვამდნენ, როგორც გოგონას, მე კი არც მიმაჩნდა თავი გოგონად. მე გამოვრიცხე საკუთარი თავიდან სექსუალურობა და ეს ძალიან კომფორტული მეჩვენებოდა“ .

„ჩემს მშობლებს ყველაფერს ვაპატიებ, კერძო სკოლის გარდა, სადაც მიმიყვანეს. იქ არ მაძლევდნენ მუსიკის მოსმენის უფლებას. ეს ნამდვილი ძალადობაა ახალგაზრდებზე, განსაკუ-თრებით პანკის ეპოქის მოზარდებზე. ალბათ ამას იმიტომ აკეთებდნენ, რომ სექსისგან შორს ვყოფილიყავით, მაგრამ ეს რეალური ნაგავი იყო. ეს ერთადერთი რამაა, რაზეც დღემდე არ შემიძლია ხუმრობა. ამ მიზეზის გამო არ მიყვარს ჰარი პოტერი. მასში კერძო სკოლებია გაფეტიშებული“ .
Rating
„19 წლისა შევედი კომპარტიაში. ჩემი კემბრიჯელი პროფესორების გავლენით. მათი მადლიერი ვარ, რადგან მასწავლეს კოლექტიური ძალისხმევის შესაძლებლობები. ამან მიმიზიდა 19 წლისა და დღემდე მიზიდავს“ .

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS