25 დეკემბერი, 2015
საინტერესო ფაქტები ყველაზე ძვირადღირებულ რუსულ სერიალ ''Кухня'' - ზე, რომლის ერთი სერიის გადაღებაც 200 000 დოლარი ჯდებოდა
ტელეარხ GDS - ზე უკვე რამდნეიმე თვეა, რუსული კომედიური სერიალის "Кухня"-ს ანალოგი, სერიალი "მზარეულები" გადის. სერიალი საკმაოდ ყურებადი და პოპულარულია. აქ იხილავთ, როგორც უკვე კარგად ნაცნობ სახეებს, ისე დებიუტანტ მსახიობებსაც. თითოეულ მაყურებელს უკვე ჰყავს მისთვის გამორჩეული და საყვარელი გმირი.
Rating














თუ ამ ორ ანალოგიურ
სერიალს შორის შედარებას გააკეთებთ, მინდა გითხრათ, რომ ორიგინალ ვერსიას არც ქართველი მსახიობების ნამუშევარი ჩამოუვარდება.
მანამდე კი გაგაცნობთ სერიალ "Кухня"-ზე რამდენიმე საინტერესო ფაქტს:

1. "Кухня" - რუსეთში ყველაზე ძვირადღირებული კომედიური სერიალია. 25 წუთიანი ერთი სერია 200 ათასი დოლარი დაჯდა, დაგეგმილი 40 სერიის გადაღება კი - 8 მილიონი დოლარი. Beyonce -ს ერთი სიმღერის გაშვების უფლების მოსაპოვებლად1 მილიონი რუბლი გადაიხადეს.

2. სწორად დაჭრისა და მომზადების წესების შესასწავლად მსახიობებმა პროფესიონალურ მზარეულებთან სპეციალური კულინარიული კურსები გაიარეს.
Rating
3. ვიდრე სერიალში გადაიღებდნენ, დიმიტრი ნაზაროვს 5 წელზე მეტია, გადაცემა "კულინარიული დუელი" მიჰყავს.

4. სერიალის ყველა გმირი Nokia Lumia -ს ტელეფონს იყენებს. ეს ფარული რეკლამაა.

5. რესტორნის მფლობელი - დიმიტრი ნაგიევის გმირი - დიმიტრი ვლადიმერის ძე ნაგიევი, გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ კომედიის გმირს იგივე სახელწოდება ექნება, რაც რეალურ ცხოვრებაში აქვს, თუმცა მის გმირს რეალურ ნაგიევთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან დაამატა, რომ ერთის მხრივ მისი გმირი ესიმპათიურება, რადგან ცხოვრებაში მიზანი აქვს და იცის რა უნდა. მეორეს მხრივ არ მოსწონს მისი საქციელი.
Rating
















6.
გადაღებებზე - ჩხუბის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, დიმიტრი ნაგიევმა ისე მიმოფანტა კასკადიორები, რომ მათ ზურგს უკან ხის მაგიდებიც ირყეოდა.

Rating













7.
სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში მარკ ბაგატიროვის გმირს უცაბედად წინ თაგვი გადაურბენს, რის გამოც მარკი ძირს დაეცემა. ამ უწყინარი სცენის გადაღებას კი დიდი ძალისხმევა დასჭირდა. თაგვს პირდაპირ გაქცევა დიდხანს არ სურდა და სადღაც შეძვრომას ცდილობდა. მისი ყურადღების მისაპყრობად წინ მამრობითი სქესის თაგვიც დაუსვეს, რაც კვლავ უშედეგო აღმოჩნდა. თაგუნიამ დავალება მხოლოდ არომატული ძეხვის სუნზე შეასრულა და საჭირო მარშრუტით გაემართა.

საბოლოო ჯამში, რამდენად დაემთხვევა ორიგინალი სერიალის კადრს მიღმა მომხდარი საინტერესო ფაქტები ანალოგს, ვერ განვსაზღვრავთ, თუმცა ფაქტია, პოპულარობის ზენიტს სერიალები ერთგვარად იზიარებენ.

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
იანა
ჩემი საყვარელი სერიალია,ქართული ვერსია არ მინახავს,მოსაწზენად მეჩვენება იმის ანალოგის ყურება რაც უკვე ნაანხი მაქვს.
14:25 / 16-01-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS