ბოლო დროს მერიემი სულ უფრო ხშირად გვხდება სხვადასხვა ჟურნალების გარეკანზე და ეს სავსებით გასაგებიცაა. მშობიარობის შემდეგ მან ძალები აღიდგინა, კვლავ იდეალურ ფორმაშია და აღარც მშვენიერი სხეულის დემონსტრირებას ერიდება. თანაც აცხადებს, რომ მარტოხელა დედას საარსებო წყარო სჭირდება.
ახლა კი გაიგეთ, როგორ დაიკლო მერიემ უზერლიმ 13 კგ მშობიარობის შემდეგ და როგორ დაიბრუნა ძველი ფორმები

ფეხმძიმობის
ბოლო ფოტოზე "დიდებული საუკუნის" ვარსკვლავი პოზირებს კაბაში, რომლის ჩაცმის უფლებას მხოლოდ იდეალური ფიგურის მქონე გოგონა თუ მისცემს თავს.

რაც შეეხება გახდომის საიდუმლოებებს, მერიემ უზერლი ამბობს, რომ განსაკუთრებული ძალისხმევისთვის არ მიუმართავს - უბრალოდ სპორტი და სწორი კვება.
თუმცა მსახიობი იშვიათად აძლევს თავს გემრიელი შოკოლადებისა და ნუშის ტორტის ჭამის უფლებას თავს.
შეგახსენებთ, რომ მერიემისთვის ეს ფეხმძიმობა მოულოდნელი იყო. ბავშვის მამა თურქი ბიზნესმენი ჯან ატაშია, რომელმაც მსახიობი მიატოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯან ატაში ბავშვს აღიარებს და მასზე იზრუნებს.
როგორც თურქულ ჟურნალებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ვკითხულობთ, მერიემ უზერლის უახლოეს მიომავალში კიდევ ერთ სერიალში ვიხილავთ. დეტალებზე საუბრისგან მსახიობი თავს იკავებს.
პენი ლეინი