17 აგვისტო, 2013
„ევროპელი ვარ და არ მიყვარს ბიუსტჰალტერები“
ჩემი მშობლები ახლაც ჩვეულებრივ იხდიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპები არიან, მაგრამ თუ, მაგალითად, ჩვენი ოჯახიდან რომელიმე სააბაზანოდან გამოდის, დანარჩენები არ დაიწყებენ ყვირილს
40 წლის გერმანელმა მოდელმა ჰაიდი კლუმმა ამ ზაფხულს დიდად გააოცა თაყვანისმცემლები, როცა ქსელში პლაჟზე გადაღებული გულახდილი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე ტოპმოდელს ბიუსტჰალტერი არ უკეთია.

ჰაიდის მშვენიერმა ფორმებმა და გარუჯულმა მკერდმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მასაც არ დაეზარა და გამოაცხადა, რატომ უყვარს მკერდის მოშიშვლება.

როგორც ოთხი შვილის დედამ და წარმატებულმა სუპერმოდელმა ჰაიდიმ თქვა, შვებულება
კუნძულ ბორაბორაზე გაატარა. იქ ტოპლეს იღებდა ნამზეურს.

- მე ევროპიდან ვარ და არ მიყვარს ბიუსტჰალტერების ტარება, - ამბობს ჰაიდი, - არ მომწონს თეთრი ზოლები, რომლებსაც ბიუსტჰალტერი ტოვებს ხოლმე ნამზეურზე.

ქმართან დაშორებული ჰაიდი ამბობს, რომ ძალიან უბრალო ოჯახში გაიზარდა, სადაც სიშიშვლე არასდროს მიაჩნდათ სამარცხვინოდ.

- ჩემი მშობლები ახლაც ჩვეულებრივ იხდიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპები არიან, მაგრამ თუ, მაგალითად, ჩვენი ოჯახიდან რომელიმე სააბაზანოდან გამოდის, დანარჩენები არ დაიწყებენ ყვირილს: „ო, ღმერთო! მიიფარე!“ ბავშვობაში ქუჩაშიც მაისურის გარეშე დავრბოდი და დღემდე ასე ვარ.
Rating
სილთან დაშორების მერე ჰაიდიმ რომანი გააბა თავის პირად მცველთან და როგორც ჩანს, თავი ისევ 20 წლის გოგოდ იგრძნო. ჰაიდიმ ისიც გაამხილა, რომ ეს „ცხელი“ ფოტოები მობილური ტელეფონით გადაუღო დედამ. ერთი სიტყვით, კლუმის ოჯახი მართლაც უკომპლექსოა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ია
ვერ გავიგე ამ ტანს რა აქვს მოსაწონი რა საშინელებაა
20:46 / 20-12-2013
გამოხმაურება / 0 /
!!!
კი, ბატონო, მართლა მაგარი ქალია, მაგრამ სასაცილო ისაა, რომ ველურობით "სვეტობა" იქცა ამ ბოლო დროს მოდად, რაც დიდი გოიმობაა!!!!
01:06 / 13-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ანა
ჩემთვისაც მიგებულია მკერდის გაშიშვლება სანაპიროზე,ხშირად მეც ეგრე ვირუჯები
22:48 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
გვანცა
ოხ ეს ქართული მენტალიტეტი, ვიკტორია სეკრეტის ყოფილმა ანგელოზმა მკერდი თუ მოიშიშვლა პაპარაცების ყურადღების მისაპყრობად, რა განგაში ატეხეტ ? ! :D
21:36 / 12-09-2013
გამოხმაურება / 0 /
ისე 4შვილის დედისათვის სუპერ!!! ხვდება და იმიტომაც დადის შიშველი ))))
13:18 / 21-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS