17 აგვისტო, 2013
„ევროპელი ვარ და არ მიყვარს ბიუსტჰალტერები“
ჩემი მშობლები ახლაც ჩვეულებრივ იხდიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპები არიან, მაგრამ თუ, მაგალითად, ჩვენი ოჯახიდან რომელიმე სააბაზანოდან გამოდის, დანარჩენები არ დაიწყებენ ყვირილს
40 წლის გერმანელმა მოდელმა ჰაიდი კლუმმა ამ ზაფხულს დიდად გააოცა თაყვანისმცემლები, როცა ქსელში პლაჟზე გადაღებული გულახდილი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე ტოპმოდელს ბიუსტჰალტერი არ უკეთია.

ჰაიდის მშვენიერმა ფორმებმა და გარუჯულმა მკერდმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მასაც არ დაეზარა და გამოაცხადა, რატომ უყვარს მკერდის მოშიშვლება.

როგორც ოთხი შვილის დედამ და წარმატებულმა სუპერმოდელმა ჰაიდიმ თქვა, შვებულება
კუნძულ ბორაბორაზე გაატარა. იქ ტოპლეს იღებდა ნამზეურს.

- მე ევროპიდან ვარ და არ მიყვარს ბიუსტჰალტერების ტარება, - ამბობს ჰაიდი, - არ მომწონს თეთრი ზოლები, რომლებსაც ბიუსტჰალტერი ტოვებს ხოლმე ნამზეურზე.

ქმართან დაშორებული ჰაიდი ამბობს, რომ ძალიან უბრალო ოჯახში გაიზარდა, სადაც სიშიშვლე არასდროს მიაჩნდათ სამარცხვინოდ.

- ჩემი მშობლები ახლაც ჩვეულებრივ იხდიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰიპები არიან, მაგრამ თუ, მაგალითად, ჩვენი ოჯახიდან რომელიმე სააბაზანოდან გამოდის, დანარჩენები არ დაიწყებენ ყვირილს: „ო, ღმერთო! მიიფარე!“ ბავშვობაში ქუჩაშიც მაისურის გარეშე დავრბოდი და დღემდე ასე ვარ.
Rating
სილთან დაშორების მერე ჰაიდიმ რომანი გააბა თავის პირად მცველთან და როგორც ჩანს, თავი ისევ 20 წლის გოგოდ იგრძნო. ჰაიდიმ ისიც გაამხილა, რომ ეს „ცხელი“ ფოტოები მობილური ტელეფონით გადაუღო დედამ. ერთი სიტყვით, კლუმის ოჯახი მართლაც უკომპლექსოა.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
ვივი
რა საშინელება ყოფილა უკომპლექსობა უფრო სწორად უთავმოყვარეობა))))))))))) პ.ს ისე კი უდავოდ მაგარი ქალია თავის ასაკის ფონზე.
23:53 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
lalo
მალადეც, ა, ოჯახი, დღემდე ტიტვლები დარბიან ესე იგი, და ამას ჰქვია უკომპლექსობა? ვენაცვალე ყველა კომპლექსიან და ბიუსტჰალტერიან ქალს))
19:01 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გამოდის , ქართველები მაგარი კომპლექსიანები ვართ? ისე, ზოგიერთს მაგრად ერევა რა არის უკომპლექსობა და რა არის უსირცხვილობა
18:55 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
მარო
მიხოც უტრუსიკოდ დადიოდა ბავშვობაში,მაგრამა რა ხეირი?
14:51 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
რაც უნდა ის უკნია!!
რაც უნდა ის უქნია, უბრალოდ აფიშირებაა სწორედ "გოიმობა"!!!!
14:27 / 18-08-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
მართლა მაგარი ქალია,უკომპლექსო, ლაღი თავისუფალი და ტკბება ცხოვრებით! ღმერთმა გაუმარჯოს რა!
14:18 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
sofia
უფ გენაცვალე რა,ძაან მაგარი ქალი ხარ, სულ კიდია ეს სამყარო და სულ მაგარ ფორმაშია.
14:11 / 17-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS