ჩინეთის ქალაქ სანიაში მის მსოფლიოს კონკურსი გაიმართა, სადაც გამარჯვებული ესპანელი გოგონა მირეია ლალაგუნა გახდა.
მირეია პროფესიით პიანისტია. მან აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მოგზაურობა და თავისი საქმე უყვარს.
მეორე ადგილი რუსეთის წარმომადგენელმა დაიკავა.
ხუთეულში მოხვდნენ ინდონეზიის, ლიბანის და იამაიკის ლამაზმანებიც.
საქართველოს წარმომადგენელი, ნუკა ყარალაშვილი სამწუხაროდ საუკეთესო ხუთეულს მიღმა დარჩა.




