19 დეკემბერი, 2015
4 ცნობილი მამაკაცი სექსოჰოლიკის დიაგნოზით და ცოლის ღალატისთვის დადგენილი ჯარიმები
სექსოჰოლიზმი სექსზე დამოკიდებულებას ნიშნავს. სექსოჰოლიკს საკუთარი სქესობრივი სურვილების მართვა არ შეუძლია. ამ დაავადების მქონე პაციენტი უნებისყოფობას უჩივის, ადვილად იღგზნება და სექსის გარეშე დიდხანს ვერ ძლებს. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სექსოჰოლიკებს ქუჩაში ყოველდღე ვერ შეხვდებით. სინამდვილეში თქვენი კარის მეზობელიც კი შეიძლება სექსოჰოლიზმით დაავადებული იყოს. სტატიაში თავი მოვუყარეთ ცნობილ კაცებს, რომლებიც თავიანთ ფსიქოლოგიურ გადახრაზე ღიად საუბრობენ.

1. დევიდ დუხოვნი

Дэвид Духовны
დევიდს ცოლმა
დაუსრულებელი ღალატის გამო სკანდალი მოუწყო, პასუხად დუხოვნიმ საჯაროდ განაცხადა, რომ სექსოჰოლიკია. თეა ლეონიმ ქმრის ჰიპერმოთხოვნებს ვერ გაუძლო და განქორწინება მოითხოვა. დევიდმა მკურნალობის კურსი ჩაიტარა, თუმცა ექიმები მას ვერაფრით დაეხმარნენ.

2. ჯუდ ლოუ

Джуд Лоу
საკმაოდ დიდი ხანი ჯუდი თვლიდა, რომ ლამაზი მამაკაცები ერთ ქალს არ უნდა მიეჯაჭვონ, თუმცა სედი ფროსტის გამოჩენის შემდეგ საჯაროდ განაცხადა, რომ მთელი ცხოვრების ერთადერთი სიყვარული იპოვა. როდესაც სასწორზე სიყვარული და სექსი აღმოჩნდა, ლოუმ სექსუალური მრავალფეროვნება ამჯობინა, რამაც მსახიობი 5 შვილის მამად აქცია. მართალია, ლოუ საშინელი ქმარია/საყვარელია, მაგრამ შვილებზე ნამდვილად ზრუნავს.

3. მაიკლ დუგლასი

Майкл Дуглас
მოგეხსენებათ, მაიკლი კეტრინ ზეტა-ჯონსის ქმარია. ახალგაზრდობაში დუგლასი მოკლეკაბიან გოგოს დაინახავდა თუ არა, მის შესაცდენად ყველა ხერხს მიმართავდა. როგორც კი მიზანს მიაღწევდა, ქალს თავს ანებებდა და ახალ მსხვერპლს ეძებდა. სექსოჰოლიკობამ დუგლასს პირველი ოჯახი დაუნგრია, თუმცა მეორე ცოლმა მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. კეტრინმა საქორწილო კონტრაქტში მიუთითა პუნქტი, რომლის მიხედვითაც ქმარი თითო ღალატისთვის 5 მილიონი დოლარით ჯარიმდება.

4. კევინ კოსტნერი
Кевин Костнер
კევინ კოსტნერი არც ერთ ლამაზ ქალს არ უშებდა ხელიდან. მისი მორჯულება მხოლოდ ქრისტინე ბაუგმარტნერმა მოახერხა. კევინისთვის ქრისტინე მეორე ცოლია.

რადა მახარაძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
უბრალოდ კომენტარი
ხუდოვნი არ არის, არ არსებობს ეგეთი "ცნობილი მამაკაცი"; მისი გვარი დუხოვნია :) გადაამოწმეთ და გაასწორეთ
00:53 / 21-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS