შიშველი ოფოციანტები და ამ სახის მომსახურება მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება და კონკურენციის მიზნით ბარები და რესტორნები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ამ თამამ მეთოდს... ბრიტანეთსა და ამერიკაში უკვე რამდენიმე ისეთი ბარი გაიხსნა, სადაც სრულიად შიშველი მიმტანები მუშაობენ ან მაქსიმუმ, წინსაფარი აქვთ აფარებული.
რუსეთში, ბურიატიის დედაქალაქ ულან-უდეში უჩვეულო დაწესებულება გაიხსნა _ ტოპლეს-ბარი, სადაც მხოლოდ ნახევრად შიშველი ოფიციანტები მუშაობენ, ქალებიც და კაცებიც. კლიენტების მისაზიდად დაწესებულების არტდირექტორმა გადაწყვიტა, თანამშრომლები გააშიშვლოს _ ყველა გოგონა ეროტიკულ თეთრეულში `გამოწყობილი~ ემსახურება კლიენტებს, მოშიშვლებული მკერდით, ოფიციანტი მამაკაცები კი მხოლოდ შარვლებითა და კისერზე ბაფთებით მუშაობენ.
ბარის გახსნამდე ყველა თანამშრომელმა სპეციალური შერჩევა გაიარა _ მათ გარეგნული მონაცემებით არჩევდნენ, ასევე უპირატესობა ენიჭებოდა უკომპლექსო და თავისუფალ ხასიათს.
ზოგადად, შიშველი ოფოციანტები და ამ სახის მომსახურება მსოფლიო მასშტაბით სულ უფრო პოპულარული ხდება და კონკურენციის მიზნით ბარები და რესტორნები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ამ თამამ მეთოდს. თანაც, თუ ბურიატიაში ბოლომდე გაშიშვლება ვერ გაბედეს, მაგალითად, ბრიტანეთსა და ამერიკაში უკვე რამდენიმე ისეთი ბარი გაიხსნა, სადაც სრულიად შიშველი მიმტანები მუშაობენ ან მაქსიმუმ, წინსაფარი აქვთ აფარებული.