18 დეკემბერი, 2015
კიანუ რივზის ემოციური პოსტი - ''ეს არავისთვის მომიყოლია''...
"ხედავთ ხალხს ჩემს უკან? ისინი სამსახურში მიიჩქარიან და ყურადღებას არაფერს აქცევენ. ზოგჯერ, იმდენად ვართ გართული ყოველდღიურობით, რომ ვერ ვტკბებით ცხოვრების მშვენიერებით. ჩვენ ზომბებს ვგავართ. თავი ასწიეთ თქვენი სმარტფონებიდან, მიესალმეთ შემხვედრს და ჩაეხუტეთ მას, ვინც გულნატკენად გამოიყურება. დაეხმარეთ ვინმეს. ყოველდღე ისე უნდა იცხოვროთ, თითქოს ეს უკანასკნელი დღეა. ის, რაც ხალხმა ჩემზე არ იცის, ისაა, რომ რამდენიმე წლის წინ დეპრესია მქონდა. ეს არავისთვის მომიყოლია, მე თავად დავამარცხე დეპრესია. ადამიანი, რომელიც ბედნიერად ყოფნის საშუალებას არ მაძლევდა, მე თვითონვე
ვიყავი. თითოეული დღე ძვირფასია და ამიტომ უნდა დავაფასოთ. ხვალინდელი დღეა არაა გარანტირებული, ასე რომ იცხოვრე დღეს!" - წერს კიანუ რივზი სოციალურ ქსელში.

Rating
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS