2. ის, რის მიღებაც არ შეგიძლია, ყოველთვის იმაზე მიმზიდველად გამოიყურება, რაც გაგაჩნია. ამაში მდგომარეობს ადამიანური ცხოვრების რომანტიკა და იდიოტიზმი ერთდოულად.
3. ომი დაუსრულებლად მეორდება, შესაძლოა იმიტომ, რომ ერთს არ შეუძლია, ბოლომდე იგრძნოს, როგორ იტანჯება მეორე.
4. ნებისმიერი სამყარო არაფრად ღირს, თუ სამყარო გულში არ გაქვს.
5. ვფიქრობ, სიყვარული ეს ისეთი სასწაულია, როცა ორი ადამიანი ერთად
6. შეცდომაა, თუ მივიჩნევთ, რომ თითქოს ყველა ადამიანი ერთნაირად გრძნობს.
7. ერთად ყოფნის ბედნიერებას მხოლოდ ის შეიგრძნობს ჭეშმარიტად, ვინც დიდხანს იყო მარტოობაში.
8. ვერცერთი ადამიანი ვერ გახდება იმაზე უცხო, ვიდრე ის, ვინც წარსულში გიყვარდა.
9. პატიება არასდროს ითხოვო. არაფერი თქვა. ყვავილები გაუგზავნე. წერილების გარეშე. მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი.
10. ვფიქრობდი, ქალს მამაკაცისთვის არ უნდა ეთქვა, რომ უყვარს. დაე, მისმა გაბრწყინებულმა და ბედნიერმა თვალებმა ისაუბრონ ამაზე. ისინი ნებისმიერ სიტყვაზე მრავლისმთქმელია.
11. სიყვარულს ახსნა- განმარტებები არ უყვარს. მას ქმედება სჭირდება.
12. რა საცოდავად მოგეჩვენებათ ჭეშმარიტება, როცა ხმამაღლა წარმოსთქვამთ.
13. ყველაფერი, რის მოგვარებასაც ფულით მოახერხებ, იაფი დაგიჯდება.
14. ქალი ან უნდა გააღმერთო ან მიატოვო. სხვა დანარჩენი ტყუილია.
15. ყველაზე დიდი სიძულვილი მის მიმართ გიჩნდება, ვინც შენს გულს შეეხო, შემდეგ კი სულში ჩაგაფურთხა.
16. ადამიანს არასდროს არაფერი ელოდება. ყველაფერი თავად უნდა იქონიო თან.
17. მის გვერდით ვიდექი, ვუსმენდი, ვიცინოდი და ვფიქრობდი, რა საშინელებაა, გიყვარდეს ქალი და ღატაკი იყო.
18. ამბობენ, ცხოვრების პირველი 70 წლის განვლაა რთული. მერე კი ყველაფერი დალაგდება.
19. ფული ბედნიერებას ვერ მოგიტანს, მაგრამ ძალიან დაგამშვიდებს.
20. რაც არ უნდა შეგემთხვათ, გულთან ახლოს ნუ მიიტანთ. ამ ქვეყნად ძალიან ცოტა რამაა მნიშვნელოვანი.
პენი ლეინი