17 დეკემბერი, 2015
ეს ორი შეყვარებული შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს 22-წლიანი დაშორების შემდეგ...
ალბათ ყველას ცხოვრებაში ყოფილა ადამიანი, ვისაც ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ვივიწყებთ. ახლა კი წარმოვიდგინოთ რეაქცია, რაც გვექნება მასთან თუნდაც ერთი წუთით შეხვედრის შემთხვევაში.

შორეულ 1988 წელს ცნობილმა სერბმა მხატვარმა მარინა აბრამოვიჩმა გადაწყვიტა, თავის შეყვარებულს, ასევე შემოქმედ ადამიან უვე ლეისიპენს, მეტსახელად ულაის დაშორებოდა. მათ ერთად 12 წელი გაატარეს. შემოქმედ ადამიანებს დაშორებაც შთამაგონებელი ჰქონდათ: გადაწყვიტეს, ერთდროულად დაძრულიყვნენ ჩინეთის დიდი კედლის სხვადასხვა ბოლოდან. შეხვედრის ადგილას ერთმანეთს გადაეხვივნენ და დაშორდნენ სამუდამოდ. ამის მერე ერთმანეთი აღარ უნახავთ.

გავიდა
22 წელი და 2010 წელს ნიუ-იორკში თავის გამოფენაზე მარინამ პერფორმანსი გამართა სახელწოდებით "მხატვრის თანდასწრებით". 1 წუთის განმავლობაში ნებისმიერი მსურველი ჯდებოდა მხატვრის პირისპირ და მას უყურებდა. ეს იყო სიჩუმის 1 წუთი. პერფორმანსის განმავლობაში მარინამ 1500-ზე მეტ ადამიანთან გაცვალა მზერა.

მოულოდნელად მის საპირისპირო მხარეს დაჯდა ადამიანი, რომელიც 20 წელზე მეტი არ ენახა... დიახ, ეს ულაი იყო და ძნელია გადმოსცე სიტყვებით ის ემოცია, რაც ქალმა გადმოსცა ამ ერთი წუთის განმავლობაში... ეს თავად უნდა ნახოთ! იხილეთ ვიდეო
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS