15 დეკემბერი, 2015
ვალიდე სულთნის ქართული ფესვები და სილამაზის საიდუმლოებები - ''სამი წლის წინ მოწევას თავი დავანებე''
ნებაჰათ ჩეჰრე 1944 წლის 15 მარტს თურქეთში, ქალაქ სამსუნში დაიბადა. მამა წარმოშობით ქართველი თურქეთში ცნობილი იურისტი იზეეთ ჩეჰრეა. იზეეთი ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალი გახლდათ. გამომდინარე იქედან, რომ ნებაჰათს მამა 5 წლის ასაკში დაეღუპა, მას საქართველოსთან კავშირი არ ჰქონია და დღემდე არ აქვს.

დედა თურქი ჰყავს, რომელიც ქმრის დაღუპვის შემდეგ სტამბოლში მეორედ გათხოვდა. 1956 წელს ის მეორე ქმარს გაეყარა და მესამედ გათხოვდა, ამჯერად ცოლად ერთ-ერთ ცნობილ ჟურნალისტს გაჰყვა.

ნებაჰატი ოჯახში უფროსი შვილია, მას ორი ძმა ჰყავს, მკვიდრი
ორჰანი და ნახევარძმა თაიარი, დედის მეორე ქორწინებიდან.

ნებაჰათი ინტერვიუებში ამბობს, რომ ბავშვობაში ძალიან მორცხვი გოგონა იყო. მამის გარდაცვალებასა და დედის განმეორებით ქორწინებებს ძალიან განიცდიდა.

მომავალმა მსახიობა ფათიჰის საშუალო სკოლა დაამთავრა და გოგონებისთვის განკუთვნილი ხელოვნების სკოლა გაიარა. 15 წლის ასაკში "მის თურქეთის" ტიტულს ატარებდა.

1962 წლიდან ნებაჰათს სერიალებსა და ფილმებშიიღებენ იღებენ. მას შემდეგ ადგილობრივი ტელევიზიის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევა.

Rating
ვალიდე სულთნის როლის შემსრულებელი ორჯერ იყო გათხოვილი. პირველად 1967 წელს ილმაზ გუნეევთან იქორწინა, რის შემდეგაც გარკვეული დროით ფილმებსა და სერიალებში აღარ მონაწილეობდა, აღარ გამოდიოდა პოდიუმზეც. განქორწინების შემდეგ მსახიობი ტელეეკრანს დაუბრუნდა და მეორედ გათხოვდა, თუმცა ეს ქორწინებაც უიღბლო აღმოჩნდა და მალევე გეყარა.

თუ როგორ ახერხებს ნებაჰათი ყოველთვის კარგ ფორმაში ყოფნას, ამას მისი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- ნებაჰათ, თქვენ ყოველთვის ელენგანტურად და მოვლილად გამოიყურებით. გაგვიმხილეთ თავის მოვლის საშუალებები..
- სამი წლის წინ მოწევას თავი დავანებე. დიდ ყურადღებას ვაქცევ კვებას. ბევრ ბოსტნეულს მივირთმევ, თუმცა თევზსა და ხორცზე უარს არ ვამბობ. ახლა 57.5 კილოგრამს ვიწონი. ზედმეტი ორი კილოგრამი მაქვს, ამიტომ მომავალში მის მოშორებას აქტიურად ვეცდები.

- თქვენი სილამაზის საიდუმლო..
- საიდუმლო გენებშია. დედაჩემი 86-87 წლის ასაკში ჩემზე უკეთ გამოიყურება. დილით გაღვიძებისთანავე მაკიაჟს იკეთებს და ამბობს, რომ ქალი ასეთი უნდა იყოს. დღემდე მირჩევს - "წარბები არ დაიწვრილოო". (იცინის)

- ბოტოქსი ან კოსმეტიკური ოპერაცია არასდროს გაგიკეთებიათ?
- 10 წლის წინ სახის დაჭიმვა გავიკეთე. 2 წლის შემდეგ კი ნაოჭები გამიჩნდა. საფრანგეთში წავედი და ექიმს მივმართე, მითხრეს, რომ კანზე წებოვანი დაავადების ნიშნები მქონდა, ეგრეთწოდებული "სპაიკი". მას შემდეგ სახეს აღარ ვეხები. ასაკის გამო კომპლექსი არასდროს მქონია, ეს ხომ ბუნების კანონია.
Rating
- გჯერათ, რომ სიყვრულს კვლავ იპოვით?
- მამაკაცის აუცილებლობას ვერ ვგრძნობ. მეგობრები მეუბნებიან - "ირგვლივ არ იხედები". შემიძლია მამაკაცთან ვიმეგობრო, მაგრამ მასთან განმარტოვება არ შემიძლია, თუნდაც უბრალოდ კოლეგასთან. ეს ჩემი ერთ-ერთი პრინციპია. მარტოობას ძალიან შევეჩვიე. უკვე 16 წელია, მარტო ვცხოვრობ და არავის ვხვდები. ცხოვრებაში ორჯერ მიყვარდა, დაქორწინებული ვიყავი.. თავს განსაკუთრებულად ვგრძნობდი...

პენი ლეინი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მედეა
როგორ მომწონს!
13:26 / 13-07-2016
გამოხმაურება / 0 /
TOPS