სერიალის რეჟისორი - სერგეი შერბინი გახლავთ. იოსებ სტალინის როლი კი ცნობილმა რუსმა კინოსა და თეატრის მსახიობმა - ანატოლი ძივაევმა შეასრულა. ბელადის ვაჟის როლი კი ახალგაზრდა მსახიობს - გელა მესხს ერგო. სცენარის ავტორი - ედუარდ ვალადარსკია.

12 სერიანი "ბელადის შვილი" ვასილი სტალინის ცხოვრებას მოგიყვებათ. 26 წლის გენერალ-ლეიტენანტი, ისტორიულად განთქმული მექალთანე და ქეიფის მოყვარული, მაყურებლის წინაშე სხვაგვარად წარსდგება. მსოფლიოს ჯიბეში ჩაიდებდა,

გადაღებები ძირითადად რუსეთსა და ბელორუსიაში მიმდინარეობდა. მინსკში გადაღებებისთვის სპეციალურად შეიქმნა მასშტაბური დეკორაციები, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ''ისტრიბიტელების'' მაკეტებმა მიიქცია. ვასილ სტალინი ხომ პროფესიონალი მფრინავი იყო.
სერიალის ძირითადი სცენები კრემლსა და სტალინის დაჩაზე გადაიღეს, სადაც გადაღებები აკრძალულია, თუმცა რეჟისორ სერგეი შერბინისთვის გამონაკლისი დაუშვეს.
როგორ უკვე მოგახსენეთ, ვასილ სტალინის როლი ახალგაზრდა რუსმა მსახიობმა, წარმოშობით ქართველა გელა მესხმა განასახიერა:
- ჩემი გმირი საკმაოდ ტრაგიკული პიროვნებაა. გადაღებების დროს ჩემს გმირთან ერთად მძიმე ემოციური განცდების გადატანა მომიხდა. ამ როლისთვის გადაღებებამდე დიდი ხნით ადრე დავიწყე მზადება. მინდოდა, ვასილ სტალინის უფროს ვაჟს -თეატრის რეჟისორს ალექსანდრ ბურდონსკის შევხვედროდი, მაგრამ შემეშინდა. მას მამაზე საკუთარი წარმოდგენა აქვს, მე კი ჩემი წარმოდგენა შევიქმენი.

გადასაღებ მოედანზე გელა მესხს ბევრი რამის სწავლა მოუხდა - ცხენზე ჯირითი, იარაღის გასროლა, მძიმე საომარი ტექნიკის მართვა, მანქანის მართვაც კი აქ ისწავლა.
სერიალში მოპოვებული წარმატების შემდეგ გელამ შემოთავაზება ახალ ისტორიულ სერიალში მიიღო, რომელსაც სერგეი გინზბურგი გადაიღებს.
რეჟისორ ანატოლი გავრილოვიჩის თქმით გელა მესხი შესანიშნავი მსახიობია -" მეტიც, მსგავსი ნიჭიერი ახალგაზრდა მსახიობებს შორის მეორე არ მეგულება".

რეჟისორი ამბობს - მე იოსებ სტალინს განვიხილავ არა როგორც საბჭოთა ლიდერს, არამედ ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა, უყვარდა, განიცდიდა შვილების ბედისწერას. სცენები, რომლებშიც სტალინი შვილების მიმართ სისასტიკეს იჩენს, მათ მიმართ მის განუსაზღვრელ სიყვარულზე მეტყველებს და არა დესპოტიზმზე. ნუ დაივიწყებთ ბელადის წარმოშობას. აღმოსავლეთში ხომ ბავშვები წმინდაა.

"ბელადის ვაჟში" დანარეჩენი როლები ნაკლებად ცნობილმა მსახიობებმა განასახიერეს. გამონაკლისია ნადეჟდა მიხალკოვა, რომელმაც სტალინის ქალიშვილი - სვეტლანა ალილუევა განასახიერა. საინეტერესოა, რომ მსახიობს ფილმში დაბალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება მოუხდა, რადგან როგორც აღმოჩნდა, სვეტლანა ალილუევა ტანმორჩილი იყო.

რაც შეეხება გელა მესხის პირად ცხოვრებას - ბოლო დროს გელა მესხის პირად ცხოვრებას პრესა აქტიურად განიხილავს. პრესის დაინტერესება მსახიობის ლამაზმან ეკატერინე კლიმოვასთან რომანმა გამოიწვია.
მესხსა და კლიმოვას რომანზე დიდხანს საუბროდნენ, ამსთან წყვილი დიდხანს მალავდა ურთიერთობას. 2015 წლის 5 ივნისის სენსაციამ კი ტაბლოიდები ააფეთქა - გელა მესხმა და ეკატერინა კლიმოვამ საიდუმლოდ იქორწინეს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ წყვილი ერთი წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა და კლიმოვას წინა ქორწინებებში შეძენილ სამ შვილს ზრდიდა.
პენი ლეინი