14 აგვისტო, 2013
შვიდი სურათი, რომლებსაც ვეღარასდროს ნახავთ
სამუდამოდ დაიკარგა მსოფლიო გამომსახველობითი ხელოვნების ღირებულ ოსტატთა უძვირფასესი ტილოები ''ჩემოდანში, რომელშიც შვიდი ნახატი იდო, შეშასთან, ოთახის ჩუსტებსა და სხვა ძველმანებთან ერთად ღუმელში შევუკეთე და დაველოდე, როდის იქცეოდა ყველაფერი ფერფლად'' , - მთელი მსოფლიო ელოდებოდა, რომ ეს სიტყვები სიცრუე იქნებოდა.

2012 წლის 16 ოქტომბერს, როტერდამის კუნსტხალის მუზეუმიდან შვიდი უძვირფასესი ტილო მოიტაცეს - პაბლო პიკასო, კლოდ მონე, პოლ გოგენი, ანრი მატისი, ლუსიენ ფროიდი, მეიერ დე ჰანი. 2013 წლის 16 ივლისს კი ''ინტერფაქსმა'' გაავრცელა ცნობა, რომ ქურდობაში ერთ-ერთი
ეჭვმიტანილის დედამ აღიარა, რომ კვალის წაშლის მიზნით, იმპრესიონიზმის შედევრები ფერფლად აქცია.

ეს ამბავი ნამდვილად იმსახურებს ჰოლივუდურ ეკრანიზებას. მას შემდეგ, რაც ტილოები მძარცველებს უკვე ხელთ ჰქონდათ, ერთ-ერთმა მათგანმა, რადუ დოგარუმ, ისინი სოფელში საკუთარ დედას მიაბარა. ქალმა ძვირფასი განძი ჯერ ძველ სახლში შეინახა, შემდეგ ადგილობრივ სასაფლაოზე მიწაში ჩაფლა. ერთი თვის შემდეგ სოფელში ჩხრეკა დაიწყო.

შეშინებულმა დედამ, შვილი რომ ციხეს გადაერჩინა, უძვირფასესი ტილოებით სავსე ჩემოდანი ამოთხარა და ოთახის ჩუსტებსა და სხვა ძველმანებთან ერთად აგიზგიზებულ ღუმელში შეუძახა...

მთელი მსოფლიო დიდი იმედით ელოდა, რომ ეს ჩვენება სიცრუე იქნებოდა, მაგრამ სწორედ იმ ფერფლში ექსპერტებმა ტილოსა და საღებავების ნაწილაკები და მეოცე საუკუნის დასაწყისში წარმოებული ლითონისა და სპილენძის ლურსმნები აღმოაჩინეს.

საქმეს 25 დეტექტივი იძიებდა - იმდენი, რამდენიც ევროპაში ყველაზე სასტიკ მკვლელობებს იძიებს ხოლმე. მუზეუმიდან ტილოების გატანას მძარცველებმა ორ წუთზე ნაკლები მოანდომეს.

მათ ფერფლად ქცევას კი ნახევარი საათი დასჭირდა - აი, ასეთ მოკლე დროში მსოფლიო ხელოვნებამ აუნაზღაურებელი დანაკარგი განიცადა. სამუდამოდ დაიკარგა მსოფლიო გამომსახველობითი ხელოვნების ღირებულ ოსტატთა უძვირფასესი ტილოები.

RatingRating
RatingRating
RatingRating

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნათია
ოლგა დოგარუმ (რადუ დოგარუს დედამ)აღიარა რომ დაწვა ნამუშევრები, მაგრამ 22 ივლისს გააუქმა პირველადი ჩვენება http://www.bloomberg.com/news/2013-08-13/romanian-art-thief-offers-works-in-return-for-dutch-trial.html დანაშაულია კაცობრიობის და ისტორიის წინააღმდეგ, მსგავსი ქმედება,
10:58 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS