პრინც უილიამის უმცროსი ძმისა და ქეით მიდლტონის უმცროსი დის რომანი სამი თვის წინ დაიწყო. ამბობენ, რომ პიპასა და ჰარის შორის სიმპათიები, ჯერ კიდევ ქეითისა და უილიამის ქორწილზე გაჩნდა.

ინიციატივა პიპა მიდლტონს გ
პრინცი ჰარი უმცროს მიდლტონს მეორე დღესვე დაუკავშირდა და მას შემდეგ მათი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. გარკვეული დროის განმავლობაში წყვილი ოჯახის წევრებს რომანის შესახებ არ უმხელდნენ. ყველაფერი კი მაშინ გამოაშკარავდა, როცა პრინცმა უილიამმა, რომელსაც ძმის ბინის გასაღები აქვს, ჰარისა და პიპას ერთად შეუსწრო.

ამ კავშირმა ელიზაბეთ II -ის უკმაყოფილება გამოიწვია. ის ფიქრობს, რომ ბუკინგემის სასახლეში ერთი მიდლტონიც საკმარისია. ამან განსაკუთრებით გააღიზიანა კამილა პარკერ-ბოულზი - კამილა ვერ აიტანს ქეითსა და მის მთელ ოჯახს ერთდროულად.
ჰარისა და პიპას რომანით კი ყველაზე განრისხებული თავად ქეითი აღმოჩნდა: "ის, ელიზაბეთის მსგავსად ადასტურებს, რომ ერთი მიდლტონი სავსებით საკმარისია " - ასაბუთებს წყარო.
პენი ლეინი