14 აგვისტო, 2013
ტერარიუმიდან გაქცეულმა პითონმა ორი ბავშვი მოახრჩო
ზოომაღაზიის მფლობელი და მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაში არიან. მათ სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ კანადის ქალაქ კემპბელტონში ტრაგედია დატრიალდა - კერძო ზოომაღაზიაში მდებარე ტერარიუმიდან პითონი გაიქცა და ხუთი და შვიდი წლის ბიჭები დაახრჩო.

გველმა მოახერხა ვოლიერიდან გამოძრომა და სავენტილაციო მილით აძვრა ზოომაღაზიის მეორე სართულზე, რომელიც მაღაზიის მფლობელის სახლში იყო განთავსებული. პითონი საძინებელში შეძვრა და იქ მყოფი მძინარე ბავშები - სახლის პატრონის სტუმრები დაახრჩო.

ქალაქის მცხოვრებნი გაოგნებულნი არიან. ზოომაღაზიის მფლობელი და მაღაზიის რამდენიმე თანამშრომელი პოლიციის განყოფილებაში არიან. მათ
სამსახურებრივ გულგრილობაში ადანაშაულებენ.

ჟურნალი „რეიტინგი“
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS