14 აგვისტო, 2013
ადვოკატი ქრისტეს მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს
ადვოკატის აზრით, იმ დროის მოვლენების შესახებ პასუხი უნდა აგონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთა ინტერესებითაც მოხდა აღნიშნული დანაშაული კენიელმა იურისტმა დოლა ინდიდისმა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართა თხოვნით, იესო ქრისტეს მკვლელობა გამოიძიოს. სამართალდამცველს ამგვარად სურს სამართლიანობის აღდგენა მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის შემდეგ ამდენი საუკუნე გავიდა.

სამართალდამცველს სურს რომის იმპერატორ ტიბერიუსის, პილატე პონტოელის, მეფე იროდის, რომაელებისა და იუდეველების ისტორიული მემკვიდრეების - იტალიისა და ისრაელის გასამართლება.

ადვოკატის აზრით, იმ დროის მოვლენების შესახებ პასუხი უნდა აგონ იმ სახელმწიფოებმა, რომელთა ინტერესებითაც მოხდა
აღნიშნული დანაშაული. თუმცა ჰააგის ტრიბუნალს არავითარი უფლება არ აქვს, მსგავსი საქმეები განიხილოს. თეორიულადაც კი არ არსებობს ამ საქმის გარემოებების გარკვევის არც ერთი შესაძლებლობა.

ჟურნალი „რეიტინგი“


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
თინა
სახელმწიფოებმა პასუხი არ უნდა აგოს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს გამოძიება თუ როგორ ხდება საზოგადოების ბრბოთ გადაქცევა.ქრისტე ბრბომ დასაჯა , პილატეც იმ ბრბოს ნაწილი იყო თავისი გულგრილობით. შეხედეთ დღევანდელ მსოფლიოს რამდენი სისხლი იღვრება ბრბოდ ქცეული საზოგადოების მიერ.
18:03 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ლალო
არ გამოგივა, დოლა, არაფერი, იესოს ადვოკატობა ცოდვებს ვერ შეგიმსუბუქებს))))
11:49 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
ELBY
განაჩენი გამოტანილია , მისი სისრულეში მოყვანა მალე მოხდებ პატივცემულო სამართალდამცველო დოლა ინდიდი.
02:29 / 15-08-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS