03 დეკემბერი, 2015
დათვის მიერ ორჯერ გაუპატიურებული ლეონარდო და ოსკარის კანდიდატი დათვი
25 დეკემბერს მაყურებელი კინოთეატრში ლეონარდი დიკაპრიოს ახალ ფილმს იხილავს. ,,გადარჩენილი" რეალურ ისტორიაზეა დაფუძნებული. სიუჟეტი მე-19 საუკუნეში მიმდინარეობს და ჰიუ გლასის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს.

მონადირეს დათვი ორჯერ გააუპატიურებს, მეგობრები კი ტყეში დატოვებენ და სასიკვდილოდ გაიმეტებენ. მთავარი პერსონაჟი გადარჩება და შურისძიებისთვის დაბრუნდება. ,,გადარჩენილი" რეჟისორ ალეხანდრო გონსალესს ეკუთვნის. შეგახსენებთ, რომ მან გადაიღო ოსკაროსანი ფილმი ,,ბერდმენი."

ალეხანდრო გონსალეს : ,,ჩემთვის ფილმზე მუშაობა შემოქმედებითი პროცესია. ვერ ვიტყვი რომ ეს პროცესი რთული ან მარტივია, უფრო სასიამოვნოა. გადაღებები თოვლში მიმდინარეობდა. ყავასაც კი ტყავის
ხელთათმანებით ვსვამდი. კამერის ჩართვიდან თხუთმეტ წუთში სახის ნაკვთებს ვიღარ ვგრძნობდი. მადლობა მინდა გადავუხადო ლეონარდო დიკაპრიოს. მხოლოდ ის შეძლებდა ამ პირობებში ჩემთან ერთად მუშაობას, იმპროვიზაციას და პერსონაჟის გაცოცხლებას."

გონსალესი აღნიშნავს რომ ძალადობა ზოგადი თემაა და ფილმებში ხშირად არის აქტუალური. რეჟისორს სურს მაყურებელს დაანახვოს, რომ რამდენად წარმატებითაც არ უნდა შესრულდეს შურისძიების გეგმა, ის შურისმაძიებელს სიცარიელეს უტოვებს და არ აბედნიერებს. გონსალესი გვპირდება რომ მისი ფილმი ბევრ საკაცობრიო შეკითხვას უპასუხებს.

ლეონარდო დიკაპრიო: ,,გადარჩენილი" არის ფილმი, რომელზე მუშაობაც ჩემთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. მომიწია გაყინულ მდინარეზე გავლა, თოვლსა და ყინვაში თამაში, ნამდვილი ცხოველის ბუნაგში ძილი, ჰიპოთერმია დამემართა და სამკურნალო გავხდი. არ ვწუწუნებ. ამ ფილმისთვის თავგანწირვა ღირდა."

ფილმი უკვე წარდგენილია ოსკარზე. ლეონარდოს ფანები მსახიობსაც ოსკარს უწინასაწარმეტყველებენ, თუმცა დიდი ალბათობით ლეო ამჯერადაც ჯილდოს გარეშე დარჩება და ოსკარს დათვს მისცემენ. 
თათული ღვინიანიძე


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ნინია
იქნებ გაუპატიურებით მაინც დაიმსახუროს ლეონარდომ ოსკარი:))),თორემ,მართლაც ამერიკის სირცხვილია,რომ ამ დონის მსახიობს ყოველთვის ხელმოცარულს სტოვებენ და " დათვებსა და ტურებზე" უფრო გულუხვად არიგებენ ამ ჯილდოს,ვიდრე ამ უდიდეს ვარსკვლავზე! ზოგჯერ ,მხოლოდ ერთი შესრულებული როლისთვის ძალიან ადვილად გაუციათ ეს ჯილდო და დე კაპრიომ კი,რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ჰოლივუდურ წარმოებაში ძალიან ადვილად ტოვებენ "ისე"! თუმცა, ამით არაფერი მოკლებია ამ მეგა ვარსკვლავის არც "წონას" და არც "მაშტაბურობას"!
15:55 / 12-12-2015
გამოხმაურება / 0 /
TOPS