13 აგვისტო, 2013
''მთლიანად გავშიშვლდებოდი'' - ლევინსკის მიერ კლინტონის ცდუნების სენსაციური დეტალები
მეტისმეტად საყვარელი და მომხიბვლელი ვარ, რომ უარმყო. ვიცი, რომ ხვალ საღამოს მარტო იქნები აშშ-ში პირველად გამოქვეყნდა თეთრი სახლის ყოფილი სტაჟიორის მონიკა ლევინსკის მონოლოგი, რომელშიც ჩანს, როგორ ითანხმებდა სახელმწიფოს მეთაურს კიდევ ერთ პაემანზე. ბილ კლინტონისადმი მიმართული მონიკა ლევინსკის გულახდილი მონოლოგის აუდიოჩანაწერი ადგილობრივი პრესის განკარგულებაში მოხვდა.

ჩანაწერი 1997 წლის ნოემბრით არის დათარიღებული და სულ დაახლოებით 4 წუთს გრძელდება. სავარაუდოდ, ის გაკეთებულია რამდენიმე თვეში მას მერე, რაც კლინტონმა 24 წლის სტაჟიორთან ურთიერთობები გაწყვიტა. ლევინსკი სახელმწიფოს მეთაურს სთხოვს, კიდევ ერთხელ
შეხვდეს:

''მართლა ძალიან მჭირდება შენი ნახვა. მეტისმეტად საყვარელი და მომხიბვლელი ვარ, რომ უარმყო. ვიცი, რომ ხვალ საღამოს მარტო იქნები. ორი წინადადება მაქვს შენთვის, თანაც არც ერთი მათგანი არ გულისხმობს იმას, რომ შენ მე არ შემხვდები... შემიძლია მთლიანად გავშიშვლდე... და დავიწყებ კეთებას... ნუთუ ეს არ მოგეწონება? იმედი მაქვს, რომ მოხვალ შეხვედრაზე და ერთმანეთს ვნახავთ''.

თავის გზავნილში გოგონა პრეზიდენტს სთავაზობს, შეხვედრა დანიშნოს თავისი მდივნის ბეტი კერის მეშვეობით, რომელიც შეძლებს მის გრაფიკში დროის გამოყოფას საყვარელთან შესახვედრად. თანაც, ის არ ასახელებს თავისი გავლენიანი მიჯნურის სახელს:

''პირველი, რაც უნდა გააკეთო, წინასწარ დაგეგმო ბეტისთან, რომ წახვალ საღამოსკენ, რათა ყველა დანარჩენი, ვინც მე ვერ მიტანს და ბევრ პრობლემას მიქმნის, სახლში წავიდეს. მერე სწრაფად და შეუმჩნევლად დაბრუნდები და ამასობაში მეც შემოვძვრები, მაშინ კი ჩვენი საყვარელი შეხვედრა შედგება, 15 წუთით ან ნახევარი საათით. როგორც მოისურვებ. ან შეგვიძლია კინოში წავიდეთ. ვიცი, ძალიან დაჟინებით გთხოვ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ნახვა... უარს ვერ მეტყვი''.

გულახდილი აუდიოჩანაწერი მონიკას პრეზიდენტისთვის უნდა გადაეცა თავისი ახლო მეგობრის ლინდა ტრიპის მეშვეობით, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა. თუმცა ცნობილი არ არის, მოისმინა თუ არა ბილ კლინტონმა ეს გამოწვევა და შედგა თუ არა შეხვედრა. ადრე ივარაუდებოდა, რომ ფირი განადგურდა. თუმცა ის მაინც აღმოჩნდა პრესის ხელში.

შეგახსენებთ, ხმაურიანი სკანდალი ამერიკის სახელმწიფოს პირველი პირის მონაწილეობით 1998 წელს აგორდა, როცა გაირკვა მისი კავშირის შესახებ მონიკა ლევინსკისთან. როგორც დადასტურდა, მათი რომანი 1995 წლის ნოემბრიდან 1997 წლის მარტამდე გრძელდებოდა. პრეზიდენტს იმპიჩმენტიც კი დაემუქრა ამ სკანდალის გამო.

შარშან ლევინსკიმ გამოაცხადა, რომ მემუარების დაწერას აპირებს და ყველა ინტიმურ წვრილმანს ახდის ფარდას. ის მზად არის, 12 მლნ დოლარის საფასურად გამოაქვეყნოს თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში შემდგარი პაემნების სენსაციური დეტალები.

ჟურნალი ''რეიტინგი''


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS