სილვესტერ სტალონემაც უქმეებზე ახლობლები საფრანგეთის სამხრეთით გაასეირნა. ''რემბოსა'' და ''როკის'' ვარსკვლავი კურორტ სან-ჟან-კაპ-ფერაზე ისვენებს, ნიცასთან ახლოს.
სლაიმ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული იახტა იქირავა, რომლითაც კომფორტულად დაცურავს ნაპირის გასწვრივ. თან ახლავს მშვენიერი ცოლი, რომლის ფოტოებმაც ინტერნეტსივრცეში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და როგორც ამბობენ, ყველამ გაუგო

სტალონემ 1997 წელს იქორწინა ამერიკელ მოდელ ჯენიფერ ფლავინზე, რომელმაც მსახიობს სამი ქალიშვილი გაუჩინა - სოფია, სისტინი და სკარლეტი. თუმცა სამმა ორსულობამ თუ ასაკმა მანეკენის სხეულს ვერაფერი დააკლო და 44 წლის ჯენიფერი შეს-ანიშნავ ფორმაშია.
კურორტის დამსვენებლებმაც და ინტერნეტმომხმარებლებმაც ერთხმად აღიარეს, რომ ჯენიფერს განსაკუთრებით ''მომხიბვლელი'' საჯდომი აქვს და ერთგვარი რეიტინგის გამარჯვებულადაც დაასახელეს.
ამ ზაფხულს ვინც კი გაშიშვლებულა და ვისი ფოტოებიც კი გამოქვეყნებული ბიკინებში, ყველას აჯობა ჯენიფერის საჯდომმაო. ძირითადად ადარებდნენ კაილი მინოუგსა და ბრიტნი სპირსს.
ჟურნალი ''რეიტინგი''