"კარნავალის ღამე" - 1956 წელი

ეს ელდარ რიაზანოვის პირველი ფილმია, რომელიც ტელეეკრანებზე გამოჩენისთანავე საბჭოთაკავშირის კინოინდუსტრიის ლიდერი გახდა. დეკემბრის მოახლოებისთანავე ეს დასამახსოვრებელი სიტყვები ალბათ ყველას გახსენდებათ:
- მეგობრებო! დროა ახალწელს მხიარულად შევხვდეთ! ახალი წლის საღამო ისე უნდა გავატაროთ, რომ ვერავინ შეძლოს რაიმეს თქმა.
- აგურცოვი: ბაბაიაგას არ მივიღებთ ჩვენს გუნდში.
ბუღალტერი: ვეცდებით..
- უსიკოვი: ჰო, კარგი. ბნელ ტვინზე ტყუილად არ გვიმუშავია.
აგურცოვი: ჩემი ტვინი არც ისეთი ბნელია, მეგობარო უსიკოვ, როგორც თქვენ ფიქრობთ.
"ბედის ირონია, ანუ გაამოთ" – 1975 წელი

ამ ფილმს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრია, სურათი ყველასთვის ცნობილია.
- ყურადღება! ნაზი და ლირიკული სადღეგრძელო დაიბადა.
- იპოლიტ, რა სულელი ხართ!
- ხალხნო და კარს თურმე მე ვანგრევ!
- როგორც შევატყვე საცვლებიც არასეზონურად გაქვთ. ანთება დაგემართებათ და მერე აჰა..
- რა "აჰა"?
- ლეტალური შედეგი.
- თქვენი ბათინკები კი დაბალ ქუსლზეა, ასე რომ ერთად მოვკვდებით.
- თვითმფრინავში რას აკეთებდით?
- თვითმფრინავში ვიფრინე... ვიძინე...
- ნადია, იცით, მე ყველაზე კონსერვატული პროფესია მაქვს.
- მართლა? შეგვიძლია შევეჯიბროთ.
- არა, სერიოზულად გეუბნებით. ჩვენთან ძალიან რთულია პირადი აზრი გაგაჩნდეს. რადგან იქნებ შეცდომაა? ექიმის შეცდომა კი ადამიანებს ძვირად უჯდებათ.
- ჰო... მასწავლების შეცდომა ნაკლებად შესამჩნევია, თუმცა საბოლოოდ არც ეს შეცდომები უჯდებათ ნაკლებად ძვირად.
"სამსახურებრივი რომანი" – 1977 წელი

"სამსახურეობრივი რომანის" გმიერების დასამახსოვრებელი ფრაზები, უკვე დიდიხანია ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა.
- პირადად მე იმისთვის ვმსახურობ, რომ ის მაკეთილშობილებს.
- ეს კი შურაა - ის სიმპათიური, მაგრამ სამწუხაროდ აქტიურია. ერთ დროს საზოგადოებრივ სამსახურში ჰყავდათ და მას შემდეგ მისი უკან დაბრუნება ვერავინ შეძლო.
- საპენსიო ჰორიზონტი - და ისიც იქ არის! ნამდვილად სექსუალური რევოლუციაა!
- მკერდი წინ!
- მკერდი? ვერა,თქვენ მე მეპირფერებით.
- თქვენ ყველა გეპირფერებათ.
- თქვენ ხომ არ სვამთ.
- როგორ თუ არ ვსვამ? კარგ ღვინოზე უარს არ ვიტყვი..
"ავტოფარეხი" -1979 წელი

ფილმის დიალოგები ნამდვილად აღტაცებას მოგგვრით, მსახიობების ოსტატობა კი განგაცვიფრებთ. ეს ფილმი ყოველთვის აქტუალურია.
- დღეს ქმარი აუცილებელი სულაც არ არის. ქალისთვის მთავარი - შვილებია.
- შეჩერდით! ხელი არ აღმართოთ! მერე მათ დაბანას მთელი ცხოვრება ვერ შეძლებთ.
- თუ ქალი ასეთი ფიზიკური მონაცემებით სამართლიანობისთვის იბრძვის, ის ალბათ გათხოვილი არ არის.
- მეგობრებო, გამოცდილება არ მაქვს. ამას არაპროფესიონალურად ვაკეთებ.
- ეს უბედურების დასაწყისია.
- შემიძლია თვითონ გავიხადო, სხვისი დახმარების გარეშე. უბრალოდ მეშინია, რომ ეს დამსწრეებს არ ესიამოვნებათ.
- ჰო, ეს ნამდვილად ასეა.
პენი ლეინი