30 ნოემბერი, 2015
6 შოკისმომგვრელად სექსუალური ქალი ეშტონ კატჩერის ცხოვრებიდან
ეშტონ კატჩერის პირადი ცხოვრება საკმაოდ ბობოქარი იყო. მართალია, დღეს მილა კუნისისგან შვილი ჰყავს და თითქოს ჰოლივუდელი გულთამპყრობელი მეოჯახე კაცი გახდა, მაგრამ არავის ავიწყდება მისი სასიყვარულო თავგადასავლები. ეშტონს რომანი ჰქონდა 6 შოკისმომგვრელად სექსუალურ ქალთან:

1. ლინსდი ლოჰანი

ლინსი ლოჰანი გიჟურ ცხოვრების წესს მისდევს. ყველა წვეულებას ესწრება, ბევრს სვამს, დამოკიდბეულია ნარკოტიკებზე. ეშტონისა და ლინსის რომანი თავიდანვე განწირული იყო.

2. ეშლი სკოტი

ეშლი სკოტი ეშტონის მსგავსად თან მოდელი და თან მსახიობია. ფანები ეშლისა და სკოტის წყვილს გულშემატკივრობდნენ. პაპარაცები შეყვარებულებს ხშირად
აფიქსირებდნენ საზოგადოებრივ ადგილებში. თუმცა ერთ დღეს ისინი უბრალოდ დაშორნდენ... არავინ იცის მიზეზი. შეიძლება ეშტონი მიხვდა, რომ ეშლი ის ქალი არ იყო, ვისაც ეძებდა.

3. ბრიტანი მერფი

ბრიტანისა და კაჩერის სასიყვარულო ისტორია გადასაღებ მოედანზე დაიწყო. მათ ფილმში ,,ახალდაქორწინებულები" შეყვარებული წყვილის როლი ითამაშეს. გადაღებებზე გათამაშებული გრძნობები რეალურში გადაიზარდა. ბრიტანიმ ეშტონთან დაშორების შემდეგ ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო და გადამეტებულ დოზას შეეწირა.

4. დემი მური

დემი ბრუს ვილის ცოლი იყო. მასთან გაყრის შემდეგ კატჩერთან გააბა რომანი. დემი ეშტონზე 15 წლით უფროსია. ყველამ ვიცით, რომ ბიჭებს გამოცდილი ქალები მოსწონთ. ეშტონი და დემი 2005 წელს დაქორწინდნენ. მურის მეორე ოჯახი 7 წელიწადში დაენგრა. როგორც აღმოჩნდა, კატჩერი ამხელა პასუხისმგებლობისთვის მზად არ იყო. ეშტონი მეუღლეს თითქმის ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავთან ღალატობდა.

5. რიანა

რიანა კატჩერის სახლში 2012 წელს გამოიჭირეს, ამ დროს ეშტონი ჯერ კიდევ დემი მურის მეუღლედ ითვლებოდა.

6. მილა კუნისი

ამბობენ, რომ მილამ ეშტონი მოარჯულა. მათ ერთმანეთი წლების წინ, ფილმის გადაღებისას გაიცნეს. მაშინ კუნისიცა და კატჩერიც დამწყები მსახიობები იყვნენ. წყვილის ურთიერთობას სიყვარულის ნაყოფი - შვილი - ამაგრებს. სამწუხაროდ, გული მიგრძნობს რომ ეშტონის ქალების სია დასრულებული ჯერ კიდევ არ არის...

რადა მახარაძე

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS