ამ ხნის განმავლობაში პროდიუსერმა რამდენჯერმე სთხოვა ხელი მომღერალს, თუმცა ვარსკვლავი ყოველთვის უარით ისტუმრებდა, რადგან მისი უწინდელი ქორწინება ძალიან უიღბლო იყო.
1958 წელს იქორწინა აიკ ტერნერზე, რომელთან ერთადაც იდგა სცენაზე და მათ შესანიშნავი დუეტი ჰქონდათ. თუმცა
როგორც ჩანს, თინამ საბოლოოდ დაივიწყა ძველი ტკივილი და გადაწყვიტა, 73 წლის ასაკში ისევ სცადოს ბედი. წყვილის ქორწილი ვარსკვლავის ვილაზე შედგა, ციურიხის ტბასთან ახლოს. ზეიმს უახლოესი მეგობრები და ნათესავები ესწრებოდნენ, მათ შორის ოპრა უინფრი, დევიდ ბოუი, ეროს რამაზოტი და შადე.
- ეს ისეთი ბედნიერებაა, როცა ბოლოს და ბოლოს შეგიძლია ღრმად ამოისუნთქო და თქვა: ''ყველაფერი კარგად არის'' , - თქვა თინამ.
თინას არმანის საქორწინო კაბა ეცვა, შავსა და მწვანე ფერებში. სტუმრებს კი სთხოვა, თეთრები ჩაეცვათ.
ჟურნალი ''რეიტინგი''